“Ბუნებით ყველა ადამიანი შემეცნებისაკენ ისწრაფვის.”
Არისტოტელე, მეტაფიზიკა
არისტოტელეს მეტაფიზიკის პირველი წინადადება ლოგიკური, თანამიმდევრული მსჯელობით დამტკიცებად დებულებაზე უფრო მეტად აქსიომას ჰგავს. Რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ადამიანის ცოდნისაკენ, ჭეშმარიტების შეცნობისაკენ ბუნებრივი მიდრეკილების გამო. თუმცა, მაინც, რატომ გვსურს ვიცოდეთ?
ადამიანურ მიდრეკილებებზე დაკვირვებისა და მათი გაანალიზების საშუალებით თომა აქვინელი ადგენს ადამიანის ოთხი ძირითად ღირებულებას, ადამიანურ სიკეთეებს. ადამიანებს აქვთ გარკვეული უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, რომლებიც არსებითი, ცალსახად მნიშვნელოვანი ნაწილია მათი ადამიანობის და, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობებს ისინი ადამიანობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებების დაუფლებისა თუ შენარჩუნებისათვის იყენებენ. ასეთებია სიცოცხლე, შთამომავლობის დატოვება, სოციალიზაცია და, რა თქმა უნდა, შემეცნება.
Ზემოთ აღნიშნული ოთხ ძირითად სიკეთეში ვხვდებით არამხოლოდ ადამიანისათვის მნიშვნელოვან სიკეთეებს, არამედ - სხვა ცხოველებისათვისაც. Მაგალითად, სიცოცხლის სურვილი რვაფეხასაც ისევე აქვს, როგორც - ადამიანს. Შთამომავლობის დატოვებისაკენ ზარმაცაც ისევეა მიდრეკილი, როგორც - ადამიანი. Სოციალიზაციის სურვილი და სოციალური ჯგუფების შექმნისა და გაერთიანების უნარი ჩვენს უახლოეს ცოცხალ ნათესავს, შიმპანზესაც, ისევე აქვს, როგორც - ადამიანს. თუმცა, ამის საპირისპიროდ, არცერთ სხვა ცხოველს არ სურს, იცოდეს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ადამიანი, სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, ბუნებით რაციონალურად მოაზროვნე არსებაა და სწორედ ამის გამო არის, მიდრეკილი, რომ შეისწავლოს საკუთარი თავი და სამყარო, რომელშიც ცხოვრობს, ვითარდება და სხვა ძირითადი თუ ინდივიდუალური სიკეთეების მიღწევისათვის იბრძვის.
Აქედან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ რაციონალური აზროვნების უნარი ადამიანური ბუნების მთავარი მახასიათებელია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის საუკეთესოდ განსაზღვრავს ადამიანურ ბუნებას, ადამიანის ადამიანობას. ხოლო ცოდნა, ჭეშმარიტების შეცნობა, არის ის, რაც აზროვნების უნარს სჭირდება არსებობისა და ფუნქციონირებისათვის. Მისი მუდმივი მოთხოვნაა მიიღოს ინფორმაცია და გაანალიზოს. თუ მას ინფორმაცია არ გვაქვს, რომელის საშუალებითაც ვიყენებთ ჩვენს მთავარ უნარ-ჩვევას, რაციონალური აზროვნების უნარი გამოუსადეგარი ხდება, აზრი ეკარგება. Ჩვენს ადამიანობას ეკარგება აზრი. აქედან გამომდინარე, ცოდნა, ჭეშმარიტების ძიება უშუალოდ უკავშირდება ჰომო საპიენსის არსებობის იდეას. ის არამხოლოდ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი არსებობისათვის, არამედ მისი საუკეთესო გამოხატულებაა.
Ბერძნების აზრით ადამიანური ცხოვრების რაციონალური ნაწილი იყო ადამიანის არსებობის საუკეთესო გამოხატვა. Შესაძლოა, ვიფიქროთ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიქრი, ცოდნა პრაქტიკული გამოყენებისათვის გვჭირდება, თუმცა, რეალურად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რაციონალური აზროვნება და, შესაბამისად, ცოდნის მიღება და გაანალიზება ადამიანის ადამიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. Ბუნების ქმნილებები თავისთავად მიისწრაფიან საკუთარი ბუნებრივი თვითმიზნისაკენ.
არსებების ბუნებრივი მიზნები ძირითადად განვითარების ბოლო სტადიაზე იჩენენ თავს. თავდაპირველად ყველა არსება ნაკლებად იდეალური იბადება. Პროცესში ის იცვლება, ხდება მისი სრულქმნა და საბოლოოდ საკუთარ ბუნებრივად საუკეთესო ვერსიად უნდა იქცეს. ეს მოსაზრება არისტოტელეს ეკუთვნის. მან ეს ნატურალურ პროცესებზე დაკვირვებით დაადგინა. Წიწილა იქამდე იჩეკება კვერცხიდან, სანამ სიარულს, ფრენას და საკვების მოპოვებას ისწავლის. ის მისი არსებობისათვის საჭირო და აუცილებელ უნარ-ჩვევებს შემდგომში იძენს და სრულყოფს.
Არისტოტელეს დაკვირვებით, ადამიანში სხეული უფრო მალე მწიფდება, ხოლო სულიერი, მოაზროვნე ნაწილი - მოგვიანებით. Რაც შეეხება სიბრძნეს “phornesis”, ისადამიანის ცხოვრების ბოლოს იჩენს თავს, თუ საერთოდ აღწევს ადამიანი განვითარების აღნიშნულ ეტაპამდე. ამ გაგებით, ის რაც იდეალურია, საკუთესო და საბოლოო მიზანია, არსების განვითარების ბოლოს არის მიღწევადი. Შესაბამისად, არისტოტელეს აზრით, აზროვნება, ცოდნის მიღება ჩვენი ბუნებრივი დანიშნულებაა და სიბრძნე, ჭეშმარიტების შეცნობა არის ადამიანის არსებობის საბოლოო მიზანი. Ამასთან, აღსანიშნავია, რომ არისტოტელე ცოდნას უქვემდებარებს მორალსაც კი. Მისი აზრით, ადამიანებმა უნდა მიაღწიონ მორალურ სრულყოფილებას ცოდნისთვის, რადგან სწორედ ცოდნის შეძენა არის მათი ბუნებრივი დანიშნულება.
ცოდნა ცოდნისთვის არის ადამიანური ბუნების ბუნებრივი მიზანი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.