ბუნებითი სამართალი, როგორ გესმით ეს ტერმინი? ადამიანის რა უფლებებსა და მორალურ ღირებულებებს მოიაზრებს ერთი შეხედვით ძალიან მარტივად გასაგები ტერმინი, რომელიც საკუთარ თავში არც ისე მარტივ ფილოსოფიურ თეორიას მოიაზრებს. ბუნებითი სამართლის თეორიის მიხედვით ადამიანს აქვს გარკვეული უფლებები, მორალური ღირებულებები და პასუხისმგებლობები, რომლებიც თან ახლავს ადამიანის ბუნებას. ეს ფილოსოფიური თეორია ემყარება აზრს, რომ ბუნებითი კანონები უნივერსალური ცნებებია და არ ემყარება რაიმე კულტურას ან ჩვეულებებს. მიუხედავად ამისა, ეს არის საზოგადოების ბუნებრივად თანდაყოლილი მოქმედების გზა. შესაბამისად, ბუნებითი სამართალი და უფლებები მუდმივად არსებობს პოლიტიკური წესრიგის, საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნის გარეშეც და მოიაზრებს, რომ ადამიანები არსებითად აცნობიერებენ განსხვავებას ,,სწორსა’’ და ,,არასწორს’’ შორის. შეგვიძლია აქედან გამომდინარე დავასკვნათ, რომ ბუნებითი სამართალი არ ისწავლება? დიახ, შეიძლება ასეთი დასკვნა გავაკეთოთ, თუმცა რა არის ,,სწორი’’ და ,,არასწორი’’? თუ ადამიანი მორალს რელატურად მიიჩნევს, როგორ უნდა აფასებდეს მოქმედებას, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა აფასებდეს მას თუ ზოგადი სწორი მორალური შეხედულებებით? ამ კითხვებს, რომ პასუხი გავცეთ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე თუ როგორ შეიძლება გავიგოთ მორალი, როგორც ინდივიდუალური თუ საერთო.
მორალი რელატურია თუ არა ამაზე ორი სხვადასხვა აზრი არსებობს, მე ვემხრობი მორალის საერთო გაგებას, მაგრამ მსჯელობა შეიძლება დავიწყოთ საპირისპიროთი. შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას საკუთარი შეხედულება აქვს, მაგრამ ჩამოყალიბდება კი ასეთ შემთხვევაში საზოგადოებრივი წესრიგი. ადამიანთა შორის მორალის არსებობის ყველაზე დიდი აზრი არის ის, რომ შექმნას, რაღაც მიმართულებით წესრიგი, ხოლო ცნება ინდივიდუალური მორალი ნიშნავს ინდივიდუალურ აზრს და გაგებას ყველაფერთან მიმართებით, რაც არ ზღუდავს ადამიანს და შესაბამისად ნაკლებად ამყარებს წესრიგს. თუ შევხედავთ მორალს, როგორც წესების რაღაც სისტემას, რომელიც მიღებულია საზოგადოებაში, სწორდ მორალის საერთო გაგება დაამყარებს წესრიგს, რადგან ეს მორალი უნდა მოირგოს ყველა ინდივიდმა. მაგრამ მთავარია, რომ ეს მორალი იყოს სწორ ღირებულებებზე, სინამდვილეზე დამყარებული. საჭიროა წინა პლანზე წამოვწიოთ სიმართლე და სიმართლიდან უნდა გამომდინარეობდეს ისეთი სხივი, რასაც ქვია მორალი. როგორც ზემოთ აღვნიშნე შემდეგ ეს უნდა მოირგონ ინდივიდებმა. თუ მორალი ექვემდებარება სიმართლეს და აზრებს ასე აერთიანებს, ანუ მორალი არის ფილტრაცია, რომელსაც სინდისი განაგებს და ეს სინდისი არის სიმართლე. ანუ მორალს განაგებს სიმართლე. მაგრამ რა არის სინდისი? და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი გვეტყვის, რომ ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და შესაბამისად მორალი. მაგრამ როგორც, უკვე აღვნიშნე მორალს სინდისი განაგებს სინდისი კი ყველა ადამიანში ერთ როლს ასრულებს. რატომ ასრულებს ამ როლს სინდისი და რატომ განაგებს ის მორალს? თავდაპირველად პასუხი გავცეთ პირველ კითხვას რა არის სინდისი.
1989 წლის 9 აპრილს თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში დაიბადა ბიჭი. უსახელოდ. ის არავინ იყო gარდა ბიჭისა, შემდეგ მას მიეწება თავდაპირველად სახელი, მაგრამ რას მიეწება ეს სახელი, რასაც ეს სახელი მიეწება ის მე უსახელოა, არც რელიგია, სარწმუნოება და არც ეროვნება აქვს. მას აქვს მხოლოდ თვალები და ხედავს, რომ ის არსებობს. მისი მე არის ვისაც აქვს თვალები და ხვდება ნაღდს და არანაღდს. შესაბამისად, ადამიანისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი ის კი არაა რომ მე ობიექტური ჭეშმარიტება დავაკოპირო და ისე მოვიქცე, როგორც მართლა სწორია, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მართლა სისწორე გამომიცოცხლდეს შიგნით. შესაბამისად, სინდისი არის თანდაყოლილი, სინდისი ვარ მე ის თავიდანვე ჩემი ნაწილია, რომლითაც ვცდილობ დავინახო ,, ნაღდი ’’ და ,, არანაღდი “. შესაბამისად, ის ჩვენში ასრულებს ჩამრთველის როლს. თუ ამ ჩამრთველს ავანთებთ, ავანთებთ სინათლესაც და სინდისს ვიყენებთ ჩამრთველად, ასე გვიჩნდება სწორი გადაწყვეტილებების მიღების არჩევანი. მორალი კი საზოგადოების მიერაა მოწეპებული. მორალი არ არის ცალკეული ადამიანების მახასიათებელი ეს არის ზოგადი შეხედულებები. სინდისის არის ის, რომელსაც ვერ ვცვლი, მაგრამ მორალი არის ის, რომელიც მოდის საზოგადოებიდან. შესაბამისად, სინდისი ყველა ადამიანში ასრულებს სიმართლის გამორკვევის როლს, ხოლო მორალი ამ სიმართლიდან გამომდინარე გვთავაზობს საზოგადოებისთვის მისაღებ წესებს ისე, რომ სიმართლესთან შესაბამისობაში დავამყაროთ წესრიგი.
როგორ დავუკავშიროთ ზემოთ თქმული შეხედულება ბუნებით სამართალს? საერთო მორალით ადამინებით უფრო მეტად თანასწორები არიან, როგორც ბუნებით მდგომარეობაში. საერთო მორალი ყველა ადამიანს ერთნაირად ათავისუფლებს და ერთნაირად ზღუდავს. საერთო მორალი არ ზღუდავს ადამიანებს ინდივიდუალურად ესმოდეთ და ქონდეთ ინდივიდუალური შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, უბრალოდ თანასწორობისთვისა და წესრიგისათვის საჭიროა, რომ არსებობდეს ზოგადი ცნებებიც. ასევე ბუნებით მდგომარეობაშიც ყველა თანასწორია, ყველას აქვს ერთნაირი უფლებები და ამ უფლებებით მონიჭებული შესაძლებლობები. ინდივიდუალური მორალი ამის საპირისპიროდ არა თანასწორობისკენ გადამდგარი უდიდესი ნაბიჯია. ინდივიდუალური მორალი კი იმიტომ ზღუდავს თავისუფლებას, რომ ადამიანებს უფლებას აძლევს თუნდაც ერთმანეთს საკუთარი აზრი მოახვიონ თავს და ამით ერთმანეთს განსჯით წავართვათ თანასწორობა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.