,, არა კაც კლა '' ყველა ადამიანისთვის კარგად ცნობილი ციტატა 10 მცნებიდან . ეს არის ერთ- ერთი ათი დოგმიდან , რომელიც კაცობრიობრისათვის ითვლება დიდ დანაშაულად. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობიდან აკრძალულია მკვლელობა . ლოგიკურია , რომ ეს ქმედება არასწორია არა მარტო სამართლებრივი გადმოსახედიან , არამედ მორალურიდან . მკვლელობის გარდა არსებობს სხვა მრავალი ამორალური ეთიკის მქონე ქმედება , მაგალითად : ქურდობა , ტყუილი , ღალატი და სხვა . ყველა ადამიანი თანხმდება , რომ ჩამოთვლილი ქმედებები არაკეთილსინდისიერია და შესაბამისად ამორალური .
ფილოსოოფის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი განხრას , დეონტოლოგიას , თუ დავუჯერებთ , ქმედების შეფასება ხდება მორალური კონტექსტით. ქმედება რაც , არ შედის მორალში , ვერ იქნება სწორი. დეონტოლოგიის აზრით , იმისთვის რომ საზოგადოების კეთილდღეობა იყოს დაცული , ყველა ადამიანს აკისრია ვალდებულებები . მაგალითად , ყველა ადამიანი ვალდებულია პატივი სცეს სხვა ადამიანის ქონებას და არ მიისაკუთროს ის , ან არ იქურდო და არ ხელყოს ის . ესეთი ქმედებების არ ჩადენა არის იმპერატიული ნორმა. შედეგის მისაღებათ ქმედების მორალურობით შესაძლებელია ქცევის შეფასება , თუ ქცევა ეწინააღმდეგება ნორმის დადგენილ პრინციპებს , რა შედეგიც არ უნდა ჰქონდეს , იგი არ იქნება გამართლებული.
დეონტოლოგიის ფილოსოფოსის , იმანუელ კანტის , აზრით მორალური ქმედება უნდა იყოს ისეთი ქცევა , რაც შეიძლება გახდეს უნივერსალური კანონი. მაგალითად , თუ რაღაც ქცევა ერთ შემთხვევაში კონკრეტული შედეგის მისაღებად სწორია , მისი გაუნივერსალების შემთხვევაში მივხვდებით , რომ ქმედება ამორალური იყო . მაგალითად ტყუილი . არსებობს სიტუაცია , სადაც ტყუილი კეთილ საქმეს ემსახურებოდეს, თუმცა თუ მას გავაუნივერსალურებთ და მთელი მსოფლიო მოტყუებას დაიწყებს , მაშინ მივხვდებით , რომ შედეგზე მნიშვნელოვანი მის მისაღწევად გაწეული ქმედების მორალურობა იყო.
თუმცა გვხვდება დილემები , როდესაც ქმედება პირნათლად არ ჯდება მორალურ ეთიკაში , მაგრამ შედეგი შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს. ასეთი დილემა გვხვდება თავდაცვითი მკვლელობის შემთხვევაში. მკვლელობა უდაოდ ყველანაირი ეთიკითა და მორალით დაუშვებელია . თუმცა რა ხდება მაშინ , როდესაც მკვლელობა ემსახურება თავდაცვას. ილუსტრირებისთვის წარმოვიდგინოთ ესეთი შემთხვევა , როდესაც საკუთარ სახლში შემოვარდება ადამიანი , რომელსაც თავდაცვის გამო მოვკლავ, რამდენად იქნება ეს გამართლებული ? თუ კანტის თეორიას ქმედების გაუნივერსალურობაზე დავუჯერებთ , ქმედება რომელიც მე ჩავიდინე გაუმართლებელია , რადგან თუ ყველა ადამიანი სხვის მოკვლას დაიწყებს , შეიქმნება ქაოსი. იგივე ლოგიკას თუ გავყვებით , თავდაცვა არის სწორი ქმედება და თუ სამყაროში ყველა ადამიანი თავს დაიცავს , იქნება კარგი და მორალური ქცევა. როგორც უკვე განვიხილეთ , დეონტოლოგიის მიხედვით მკვლელობა არის ამორალური ქმედება ხოლო თავდაცვა მორალური. მათი გაერთიანებისას თუ რა შედეგს მივიღებთ , ვფიქრობ არის გარკვეულ ქმედებებზე დამოკიდებული.
თუ განვიხილავთ ფორმულას თავდაცვას + მკვლელობა = არამორალურ ქცევას . ეს მოხდება მაშინ , როდესაც ადამიანის მოკვლა არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას. მაგალითად, თუ თავდამსხმელს სურს ჩემი ძვირადღირებული ბეჭდის მოპარვა, ვფიქრობ , რომ ასეთ დროს შესაძლებელია სხვა პრევენციული ზომების მიღება , მაგრამ არა მკვლელობა . რადგან თუ სასწორზე ადამიანის სიცოცხლესა და ბეჭედს დავდებთ , მორალური კუთხით სწორი იქნება თუ უპირატესობას სიცოცხლის შენარჩუნებას მივანიჭებთ.
ამის საწინააღმდეგოდ, თუ წარმოვიდგენთ ფორმულას თავდაცვა + მკვლელობა = მორალურ ქცევას, ესეთ შემთვევაში საჭიროა მკვლელობა იყოს აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ კანტის თეორიის მიხედვით მკვლელობა გაუმართლებელი საქციელია , ვფიქრობ რომ არსებობს შემთხვევები , როდესაც იგი აუცილებელია. წარმოვიდგინოთ შემთხვევა , როდესაც თავდამსხმელს აქვს ერთადერთი განზრახვა , რაც წარმოადგენს ჩემს მკვლელობას. ასეთ დროს , ამორალური იქნება მისი განზრახვა და არა თავდაცვა. როდესაც ქმედებაში გვყავს აგრესორი , რომელიც დანაშაულის ინიციატორია , მისგან თავის დაცვა რთულად წარმოსადგენია , რომ იყოს დანაშაული .
აქედან გამომდინარე შეგვიძლია მცირე დასკვნა გამოვიტანოთ და ვთქვათ , რომ ქმედებები , რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის სწორი , შეიძლება განსხვავებულ სიტუაციაში იყოს გამართლებულიდა ამას აუცილებლობა მოითხოვდეს რადგან იგი ემსახურებოდეს უფრო დიდ სიკეთეს , ვიდრე აღნიშნული ეთიკური ნორმების დაცვაა. ასეთ დროს მოქმედებს სასწორის პრინციპი , თუ რომელიმე მხარე გადაწონის , ეთიკის ნორმები თუ აუცილებლობა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.