პირველ რიგში, სანამ ჩვენი სათქმელის ძირითად ნაწილზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რას ნიშნავს იყო მოვალე და დაკავშირებულია თუ არა იგი მორალურ ვალდებულებასთან კანტის თვალსაზრისით. მოვალეობა ნიშნავს გქონდეს რაიმეს გაკეთების ვალდებულება, როდესაც პიროვნებისთვის არ აქვს მნიშვნელობა არანაირ გარე ფაქტორს თუ პირობას. დეონტოლოგიური ეთკის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მორალისთვის უცხოა მოვალეობის ცნება, როდესაც ეს მოვალეობა არ ეფუძნება მორალს, რადგან ზოგიერთი დეონტოლოგი თვლის, რომ როდესაც პირი მოქმედებს ვალდებულებიდან გამომდინარე, იგი არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რამდენად სწორ ქმედებას სჩადის და არ ითვალისწინებს სხვათა აზრს თუ ინტერესებს, რადგან მისი ქმედება განპირობებულია ვალდებულებიდან და არა თავისუფალი ნებიდან. დეონტოლოგების აზრით ამ დროს, პიროვნების მორალური მახასიათებლები ან საერთოდ არ გამოვლინდებიან ან მინიმალურ დონეზე იჩენენ თავს, რაც მათთვის არის მიუღებელი და გაუმართლებელი.
კანტს ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო მიდგომა გააჩნია. კანტი უშვებს იმას, რომ პიროვნებებს გააჩნდეთ ვალდებულებები, მაგრამ ეს ვალდებულებები დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მორალურ ვალდებულებებზე და არა სხვა რაიმე საფუძველზე. კანტი უარყოფდა მორალის წარმოშობის საწყისად რელიგიურ ბრძაებებს, არამედ მორალის პირველსაწყისად მიიჩნევდა ან ავტორიტეტს ან ტრადიციას. ამ საკითხში კანტი და ბენთჰამი გარკვეულწილად თანხმდებოდნენ.
თუ დავაკვირდებით კანტის მოძღვრებას, მივხვდებით, რომ იგი ადამიანთა გამორჩეულ მახასიათებლად თვლიდა გონებას, აქედან გამომდინარე იგი თვლიდა, რომ თითოეულ ჩვენგანს გონებისა და აზროვნების შესაძლებლობის გამო გაგვაჩნია ვალდებულებები არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ ზოგადად კაცობრიობის მიმართ. ამასთან იგი უარყოფდა ისეთი კანონების კანონიერებას, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა იმ მორალურ ღირებულელებს, რომლებიც გაბატონებული იყო სოციუმში. სამაგიეროდ იგი ამტკიცებდა, რომ ამ კანონების ნაცვლად, ბუნებაში არსებობს ისეთი იმპერატიული ვალდებულებები, რომლებიც ბუნებითად წარმოიშობა და საერთო ყველასათვის. ამ მხრივ ერთ საკმაოდ საინტერესო კანტისეულ მიდგომას ვხვდებით, რომელიც ნათლად წარმოაჩენს დეონტოლოგიური ეთიკის მიმდევართა მოსაზრებებს. მაგალითად კანტი ამტკიცებდა, რომ იმისათვის, რათა გავიგოთ არის თუ არა კონკრეტული ქმედება მორალურად გამართლებული, უნდა მოვახდინოთ მისი განზოგადება. მაგალითად ავიღოთ ტყუილი. ჩვენ მისი ინტერპრეტაცია უნდა მოვახდინოთ შემდეგნაირად, სწორი იქნება თუ არა, რომ ყველა ადამიანი იტყუებოდეს მუდამ? რა თქმა უნდა არა, შესაბამისად დეონტოლოგიური მიდგომის თანახმად ჩვენ უნდა გვქონდეს ვალდებულება რათა სიმართლე ვუთხრათ ხოლმე ერთმანეთს და არ ვიცრუოთ. სწორედ ამ ზოგად საერთო მორალურ პრინციპზე შეთანხმდა მსოფლიო და დღეს უკვე ნებისმიერ ქვეყანაში (გარდა ჩრდილოეთ კორეისა თუ მსგავსი ჩაკეტილი ქვეყნებისა) მოქმედებს კეთილსინდისიერების პრინციპი, რომ მხარეები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერების ვალდებულებიდან გამომდინარე.
დეონტოლოგებისათვის მორალური ვალდებულებების შესრულება და დაცვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის, თუ რა შედეგებს გამოიღებს იგი. მაგალითად, რომ ავიღოთ შემთხვევა წმ. წიგნიდან, როდესაც მოგვებმა მოატყუეს ჰეროდე და არ ამცნეს მას ქრისტეს დაბადების ადგილი. დაიცვეს თუ არა მათ მორალური ვალდებულება? კანტისეულ მიდგომას თუ ავიღებთ, ისინი არ მოიქცნენ სწორად, რადგან როგორც უკვე განვიხილეთ, თუ მოვახდენთ ტყუილის განზოგადოებას და წარმოვიდგენთ სიტუაციას სადაც ყველა იტუყება ეს იქნება სრული ქაოსი, რაც დაანგრევს ადამიანურ ურთირთოებებს და წარმოუდგენელს გახდის საზოგადოებრივ ცხოვრებას. აქედან გამომდიანრე, ტყუილი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გაუმართლებელი დეონტოლოგებისათვის, შესაბამისად, მოგვები,დეონტოლოგიური თვალსაზრისით მორალურად მცდარად მოიქცნენ და დაარღვიეს სიმართლის თქმის მორალური ვალდებულება. მაგრამ თუ ამ საკითხს სხვა მხრიდან შევხედავთ, რამდენად სწორი იქნებოდა ის, რომ ჰეროდეს ამის შემდეგ მოეკლა უდანაშაულო ჩვილი? დეონტოლოგებისათვის, როგორც უკვე ვთქვით შედეგს არ აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორც მორალური ვალდებულებების დაცვას, აქედან გამომდინარე, დეონტოლოგიური თვალსაზრისით მოგვები გაუმართლებლად მოიქცნენ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს რომ დეონტოლოგიურმა მიდგომებმა დიდი გავლენა იქონია დღანდელი მსოფლიოს სამართლებრივი სისტემების განვითარებაში. როგორიცაა კეთილსინდისიერების პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი და ა.შ. რეალურად ეყრდნობა მორალური ვალდებულებების ცნებას, რაც გარკვეულწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ დეონტოლოგიური ეთიკის მიმდევართა წარმატებად.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.