თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ტრანსპლანტაცია, ადამიანის ორგანოების გადანერგვა. ზოგიერთი ქვეყანა კრძალავს ადამიანის სიცოცხლეში მისი ორგანოების გადანერგვას, ზოგიერთი კი უშვებს. საერთო ჯამში, დიდი დილემაა იმასთან დაკავშირებით, გამართლებულია თუ არა ქვეყანაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.
დავუშვათ, რომ ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლითაც დასაშვებად მიიჩნია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, უფრო კონკრეტულად, ყველა ადამიანს, ვისაც აქვს თავისუფლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, აქვს უფლება, რომ გაყიდოს თავისი ნებისმიერი ორგანო და მის სანაცვლოდ მიიღოს ჰონორარი. რა თქმა უნდა, ყველა კანონს აქვს თავისი შედეგი ისევე როგორც ყველა ქმედებას. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს კანონმა, რომელიც ორგანოებით ვაჭრობას უშვებს ქვეყანაში?
ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებად ან განუვითარებელ ქვეყნებში, ცხოვრობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. ადამიანის ორგანო კი მისი ფასეულობიდან გამომდინარე საკმაოდ ძვირი ღირს რომელი ფულითაც მწვავე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გადალახავს პრობლემებს ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივად. თუმცაღა, ზოგადად, ყველა ორგანო მნიშვნელოვანია ჩვენი სიცოცხლისთვის. სხვაგვარად არც გვექნებოდა, მარტივი ლოგიკაა. სწორედ ამიტომ ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომ ის ორგანო, რომელსაც ადამიანი სხვას გადაუნერგავს, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მწვავე პრობლემები შეგვიქმნას, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება და მედიცინა საკმაოდ კარგადაა განვითარებული, მაინც რთულია იმის დადგენა, რომელი ორგანოს არქონა რა გვერდით მოვლენას გამოიწვევს, ამიტომაც შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ იმ კონკრეტული ორგანოს არქონა მისთვის საზიანო არ იქნება, თუმცა საბოლოოდ, შეიძლება საპირისპირო შედეგი მივიღოთ.
ზემოთ ნახსენები შედეგის გარდა, ამ კანონს მოჰყვება აუცილებლად მეორე მთავარი შედეგი - გადარჩება იმ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე რომელსაც ძალიან სჭირდება ის ორგანო.
ქმედებების მორალური სისწორის შესაფასებლად საკმაოდ კარგი საშუალებაა ფილოსოფიური მოძღვრების კონსეკვენციალიზმის გამოყენება, რომელიც ქმედებას, ძირითადად, შედეგზე დაყრდობით აფასებს. ამ შემთვევაში კი ადამაინის ორგანოებით ვაჭრობას და მისგან დამდგარ ორ შედეგს განვიხილავ პარტიკულარული კონსეკვენციალიზმის ჭრილში. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ ქმედების შედეგი რაც დადგა, შევაფასოთ იმით, აქვს თუ არა ზეგავლენა ამ შედეგს კონკრეტული ადამიანებისთვის. მოაქვს თუ არა მათთვის კეთილდღეობა .
ადამიანნის ორგანოებით ვაჭრობაში პირველი მთავარი პირი არის ის, ვინც იღებს ორგანოს საკუთარი ორგანიზმიდან. ასევე სწორედ ეს პირია ის, ვინც ზეგავლენას განიცდის ამ კანონით, თუმცა მოაქვს ამ კანონს მისთვის კეთილღეობა? ეს ადამიანი მიიღებს სარგებელს ეკონომიკური კუთხით, იმ ჰონორარის სახით, რომელსაც ორგანოს გაყიდვით მიიღებს, თუმცა დააზარალებს საკუთარ ჯანმრთელობას და დიდი რისკია, რომ ეს დაზარალება სიცოცხლიის ფასად დაუჯდეს. რადგან, ჩემი აზრით, სიცოცხლე და ჯანმრთელობა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, რომლის შოვნის შესაძლებლობა სულ არის, თუ ამაში ძალისხმევას ჩავდებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს კონკრეტული ჯგუფი სარგებელს ვერ იღებს კანონით დამდგარი შედეგისგან.
რაც შეეხება პირს, რომელიც იღებს უშუალოდ ორგანოს, შედეგებზე რომ ვიმსჯელოთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან ის კონკრეტული ჯგუფი ამ კანონის შედეგებისთვის, რომლებიც ზეგავლენას განიცდიან და ეს ზეგავლენა კეთილდღეობის მომტანი იქნება მათთვის, კერძოდ გადარჩება მათი სიცოცხლე. აქ შეიძლება შემოვიდეს უარყოფითი ზეგავლენაც იმ კუთხით, რომ თანხას იხდიან საკმაოდ დიდს და ხშირად ამ თანხისთვის უწევთ თავიანთი ქონების გაყიდვა. ასევე შეიძლება მეორე ფაქტორი მორალური ტრავმა იყოს იმ შემთხვევაში, თუ დონორი დაზიანდება და ზარალს ნახავს, რა თქმა უნდა, ეს ორივე ფაქტორი იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს, მაგრამ საერთო ჯამში ეს კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც მიიღებენ სწრაფად და მარტივად ორგანოს, ნახავს სარგებელს და კეთილდღეობას, რადგან სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი ფასეულობაა.
საბოლოოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ პარტიკულარული კონსეკვენციალიზმის გადმოსახედიდან შევხედავთ ამ კანონს, მისი შედეგები კეთილდღეობის მომტანი იქნება იმ პირებისთვის, ვინც იღებს ორგანოს, ხოლო იმ პირებისთვის, ვინც გასცემს ორგანოს, უმეტეს შემთხვევაში კეთილდღეობის მომტანი არ იქნება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.