თუ იაპონურ ენას აირჩევ დამატებით სპეციალობად, გაივლი 8 სავალდებულო საგანს, დააგროვებ 45 ECTS კრედიტს, შენ გეცოდინება იაპონური გრამატიკის ძირითადი კონსტრუქციები, შეძლებ საუბარს ნასწავლ თემებზე, გექნება იეროგლიფების გარკვეული მარაგი (500–600), რაც საშუალებას მოგცემს იკითხო მარტივი ტექსტები, ისაუბრო მარტივ თემებზე.
კურსის გავლის შემდეგ, გექნება იეროგლიფების მარაგი, გეცოდინება მართლწერის ძირითადი პრინციპები და გასაღებთა სისტემა, რაც მომავალში საკუთარი ცოდნის თვითგაღრმავებისა და ლექსიკონთან თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას მოგცემს.
საგნის დასახელება | ECTS კრედიტი |
იაპონური ენა I | 7 |
იაპონური ენა II | 7 |
იაპონური ენა III | 7 |
იაპონური ენა IV | 7 |
იაპონური ენა V | 7 |
ბიზნესის იაპონური ენა I, II | 6 |
შორეული აღმოსავლეთის რელიგია | 4 |
ჯამი | 45 |