ENG GEO

Search form

ჩინური ენა - მაინორი

თუ დამატებით სპეციალობად აირჩევ ჩინურ ენას, გაივლი 8 სავალდებულო საგანს და დააგროვებ 45 ECTS კრედიტს, დაეუფლები ჩინური ენას საწყის დონეზე. შეისწავლი დაახლოებით 500 იეროგლიფს, რაც საშუალებას მოგცემს მარტივ სასაუბრო ენაზე მოახერხო ურთიერთობა. ისწავლი ჩინური წინადადების წყობას. აითვისებ „ფინინს" (ე.წ. ჩინური ენის ლათინურ ტრანსკრიფციას), შეძლებ ლექსიკონით სარგებლობას. აუდიო – ვიდეო მასალის დახმარებით, დაეუფლები ჩინურ ტონალურ გამოთქმას.

კურსის დასრულების შემდეგ გექნება სათანადო საფუძველი იეროგლიფიკაში, გამოთქმის ტონალურ სისტემაში და საბაზისო გრამატიკაში, მზად იქნება შემდეგ – საშუალო დონეზე ცოდნის გაღრმავებისთვის.

საგნის დასახელება ECTS კრედიტი
ჩინური ენა I 7
ჩინური ენა II 7
ჩინური ენა III 7
ჩინური ენა IV 7
ჩინური ენა V 7
ბიზნესის ჩინური ენა I, II 6
შორეული აღმოსავლეთის რელიგიები 4
ჯამი 45