ENG GEO

Search form

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქართველოსთვის აქტუალური საქმეები - მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები

ხუთშაბათი, 8 December, 2022
8 დეკემბერს 18:00 საათზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში მართავს საჯარო ლექციას თემაზე "ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქართველოსთვის აქტუალური საქმეები - მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები."

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოება გულისხმობს ევროსასამართლოს მიერ შემოწმებას თუ რამდენად ასრულებენ წევრი სახელმწიფოები კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არსებული საჩივრები, რომელთა განხილვას და გადაწყვეტას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ქართული სამართლის სისტემაზე და ეროვნულ დონეზე გააუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. 
 
საჯარო ლექციას გაუძღვებიან: ვასილ ჟიჟიაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის იურისტი;
თამარ ონიანი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი;
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები: ნიცა სირაძე და რუსუდან გოჩიტაშვილი.

ლექცია ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #200).
დასწრება თავისუფალია.
Send notification via e-mail: