ENG GEO

Search form

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეების მიმოხილვა

ორშაბათი, 5 December, 2022

5 დეკემბერს 19:00 საათზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში მართავს საჯარო ლექციას თემაზე "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეების მიმოხილვა."


დემოკრატიულ სახელმწიფოებში საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევისგან დაცვის გარანტიას. საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეები, რომელთა გადაწყვეტასაც შესაძლოა განსაკუთრებული გავლენა ჰქონდეთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებაზე.
 
საჯარო ლექციას გაუძღვებიან: ვასილ ჟიჟიაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის იურისტი;
 
ეკა მამრიკიშვილი - საქართველოს სახალხო დამცველის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
 
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები: ლუკა გოგუა და ბაჩანა ფირცხალაშვილი. 
 
ლექცია ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #200).

დასწრება თავისუფალია.
Send notification via e-mail: