ENG GEO

Search form

ადამიანის უფლებათა კვირეულის გახსნა

პარასკევი, 2 December, 2022

2022 წლის 2-10 დეკემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული, რომელშიც საქართველოს 15 უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას.

2 დეკემბერს 12:00 საათზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კვირეულის გახსნის ღონისძიება. გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი და ადამიანის უფლებები“.

დისკუსიას გაუძღვებიან: რაულ ჩილაჩავა – დიპლომატი, მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი; ნანა მჭედლიძე – ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სპეციალისტი; თამარ თომაშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, შეხვედრის მოდერატორი იქნება თინათინ გოლეთიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2022 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ. დეტალური ინფორმაცია კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განთავსდება ღონისძიების ორგანიზატორი უნივერსიტეტის ვებ ან ფეისბუქ გვერდებზე.

Send notification via e-mail: