ENG GEO

Search form

გაკუ ფუნაბაშის საჯარო ლექცია: „მენეჯმენტი იაპონურად“

სამშაბათი, 29 November, 2022

29 ნოემბერს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) გაიმართება იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გაკუ ფუნაბაშის საჯარო ლექცია თემაზე: „მენეჯმენტი იაპონურად“.

საჯარო ლექცია არის JICA - იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლასთან ერთად ორგანიზებული იაპონიის შემსწავლელი კურსის მეორე შეხვედრა.

პროფესორი ფუნაბაში არის ოგატას კვლევითი ცენტრის მოწვეული მკვლევარი; ის 2015, 2020, და 2021 წლებში მუშაობდა JICA-ს უფროს მრჩევლად კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით და სააგენტოს მოწვეული ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში ვიეტნამში, სერბეთში, მონტენეგროში. ბატონი ფუნაბაშის კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Tostem Co.Ltd (Lixil) (იაპონია), PRC Components A/S (დანია), Ingeniörfirman Titan (შვედეთი).
გაკუ ფუნაბაშის ბაკალავრის ხარისხი ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტში აქვს მიღებული (1991), მაგისტრის ხარისხი - ჩიკაგოს უნივერსიტეტში (1998), ხოლო დოქტორის ხარისხი - ტოკიოს უნივერსიტეტში (2014).

ლექციაზე განხილული იქნება ის გარემოებები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე იაპონური სამრეწველო კომპანიების კონკურენტუნარიანობას განაპირობებს. ეს დაფუძნებულია ტექნოლოგიის დამახასიათებელ თვისებებსა და იაპონური კომპანიების მუშაობის მოდელზე. ამ გარემოებების გამო, პროფესორი ფუნაბაში იაპონური მენეჯმენტისთვის დამახასიათებელ თვისებებს გააანალიზებს.
ბევრისთვის ცნობილია იაპონური მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ელემენტი, ხარისხის კონტროლისა და პროდუქციულობის გაუმჯობესების მეთოდი - „კაიძენი“. თუმცა ენტერპრენერების დიდი ნაწილი სირთულეებს განიცდის აღნიშნული მეთოდის ეფექტური დანერგვის მიმართულებით. შესაბამისად, ლექციაზე დამსწრეები მოისმენენ რჩევებს „კაიძენის“ ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით.

ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.
დასწრება თავისუფალია.

FB Event

Send notification via e-mail: