ENG GEO

Search form

შოთა რუსთაველის ფონდის კონკურსში თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის წიგნმა გაიმარჯვა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო გრანტების კონკურსში უმაღლესი შეფასებით გაიმარჯვა თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა, პროფესორ მარინე ჯიბლაძის წიგნმა „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“.
 
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ჩინური ენის ფონეტიკური სისტემის ფართო კვლევა, რომელიც მოიცავს ფონეტიკასაც და ფონოლოგიასაც. ნაშრომს დაერთვის სხვადასხვა ლინგვისტური მასალები: ცხრილები, ილუსტრაციები, სქემები და ა.შ.
 
წიგნი ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგია. 
 
პროექტის კოორდინატორია ანა მილაშვილი. წიგნი გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.