ENG GEO

Search form

ზაზა ოსმანოვის საჯარო ლექცია: "დრეიკის განტოლება: რამდენი ცივილიზაციაა გალაქტიკაში?"

შაბათი, 26 November, 2022
26 ნოემბერს 14:50 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) გაიმართება ზაზა ოსმანოვის საჯარო ლექცია "დრეიკის განტოლება: რამდენი ცივილიზაციაა გალაქტიკაში?"
 
ლექციაზე განხილული იქნება ფრენკ დრეიკის ყველაზე ცნობილი განტოლება, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს თუ რამდენი ტექნოლოგიური ცივილიზაციაა ჩვენს გალაქტიკაში. საუბარი იქნება განტოლების უკანასკნელი კვლევებით დაზუსტებულ ვერსიებზე და მასში შემავალი პარამეტრების გაზომვის შესაძლებლობებზე. აგრეთვე განვიხილავთ ამ განტოლების გამოყენების ზღვარს და აქედან გამომდინარე ძიების ახალი ტიპის მეთოდებს.
 
დასწრება თავისუფალია.
Send notification via e-mail: