თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ გავათავისუფლოთ სასამართლო“.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: მოსამართლეების ინდივიდუალური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კვალიფიკაცია, ასევე, ის ფაქტორები და რეგულაციები, რომლებიც ხელს უწყობენ „კლანური“ მმართველობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ამავდროულად, წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ინიციატივა არსებული გამოწვევების დასაძლევად. საჯარო ლექციას ჩაატარებს თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი მშვენიერაძე.
ლექცია ჩატარდება 9 ნოემბერს, 17:30 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკასთან).