ENG GEO

Search form

VA[A]DS-ის სტუდენტების ღია სახელოსნოები და შუალედური გამოფენა

პარასკევი, 4 November, 2022 to ხუთშაბათი, 10 November, 2022
თავისუფალი უნივერსიტეტი გიწვევთ VA[A]DS-ის ხელოვნების პროგრამის სტუდენტების ღია სახელოსნოებსა და შუალედურ გამოფენაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილია პირველი და მეორე კურსის ხატვის სტუდიის სტუდენტების ნამუშევრები (ლექტორები - სალომე დუმბაძე, ნინა კინწურაშვილი, ნინო ქვრივიშვილი, გიორგი ხანიაშვილი, დათო მესხი), მეორე და მესამე კურსის ვიზუალური ხელოვნების ჯგუფის ნახატები (ლექტორები - თეა გვეტაძე, ნინა კინწურაშვილი). 
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ვიზუალური ხელოვნების მეოთხე კურსის ჯგუფის პროექტები (ლექტორები - სიმონ ლასიგი, დათო მესხი).
გამოფენის ფარგლებში კომუნიკაციის დიზაინის, ბეჭდური მედია II-ის ჯგუფის სტუდენტები (ლექტორი - მარიამ ზალდასტანიშვილი)  პროდუქტის დიზაინის სტუდიის (ლექტორი - ანანო ბაქრაძე) ჯგუფის მსგავსად, წარმოადგენენ თავიანთ საავტორო პროექტებს.
 
გამოფენის გახსნა: პარასკევი, 4 ნოემბერი, 16:00–19:00
ხანგრძლივობა: 4-10 ნოემბერი.
 
Send notification via e-mail: