ENG GEO

Search form

როგორ გავათავისუფლოთ სასამართლო

ოთხშაბათი, 9 November, 2022

9 ნოემბერს 17:30 საათზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართავს საჯარო ლექციას თემაზე როგორ გავათავისუფლოთ სასამართლო.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები, როგორიცაა მოსამართლეების ინდივიდუალური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კვალიფიკაცია, ასევე, ის ფაქტორები და რეგულაციები, რომლებიც ხელს უწყობენ „კლანური“ მმართველობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ამავდროულად, წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ინიციატივა არსებული გამოწვევების დასაძლევად.
საჯარო ლექციას ჩაატარებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი მშვენიერაძე.
ლექცია ჩატარდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკასთან).
დასწრება თავისუფალია.

Send notification via e-mail: