28 ოქტომბერს 14:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) გაიმართება ზაზა ოსმანოვის საჯარო ლექცია "გონიერი სიცოცხლე სამყაროში და მისი ძიების მეთოდები".
ლექციაზე საუბარი შეეხება გონიერი სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობებს და მათი ძიების თანამედროვე მეთოდებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ე.წ. რადიო მესიჯების ძიება. აგრეთვე განხილული იქნება ე.წ. WOW სიგნალი, მისი აღმოჩენის ისტორია და წარმომავლობის შესაძლო ვერსიები. სპიკერი ასევე შეეხება ე.წ. კოსმოსური არტეფაქტების ძიების მეთოდებს.
ზაზა ოსმანოვი არის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორი.
დასწრება თავისუფალია.