29 სექტემბერს, 18:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის (დავით აღმაშენებლის ხეივანი, 240) საკონფერენციო დარბაზში(აუდიტორია N200) დაიწყება კონფერენცია "აფხაზეთი უკრაინის შემდეგ", სადაც მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, ბლოგერები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე:
მოხდა თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობის და საქართველოს ხელისუფლებების მიერ რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ჯეროვანი შეფასება?
გააჩუმა თუ არა საქართველოს პოლიტიკურმა დღის წესრიგმა დევნილები მათი გამოცდილებებისა და მეხსიერების შესახებ 30 წლის მანძილზე?
მსგავსია თუ არა ბუჩა და გაგრა, სოხუმი, ახალდაბა...
აჩენს თუ არა რუსეთის დასუსტება შინ დაბრუნების შანსს ?
როგორ შევცვალოთ აფხაზეთის სტატუს-კვო უკრაინაზე აგრესიის შემდეგ ?
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და გამოთქვან მოსაზრებები დისკუსიის ფარგლებში.
კონფერენცია "აფხაზეთი უკრაინის შემდეგ" კამპანია "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ფარგლებში ტარდება.