პარასკევი, 17 ივნისი, 2022
17 ივნისს 15:30-ზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია წაიკითხავს ლექციას "საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თანამედროვე რეალობაში".
16:30-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები, ასევე სხვა სკოლის სტუდენტები, რომელთაც ჩინური ენა მაინორად აქვთ არჩეული, წარადგენენ პრეზენტაციებს "საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა და სამომავლო პერსპექტივები".
ღონისძიება ჩატარდება საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ლექცია და პრეზენტაციები ჩატარდება #321 აუდიტორიაში .
Send notification via e-mail: