17 ივნისს 15:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #321) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია წაიკითხავს ლექციას "საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თანამედროვე რეალობაში". 16:30-ზე კი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები, ასევე სხვა სკოლის სტუდენტები, რომელთაც ჩინური ენა მაინორად აქვთ არჩეული, წარადგენენ პრეზენტაციებს "საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა და სამომავლო პერსპექტივები".
ღონისძიება ჩატარდება საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
დასწრება თავისუფალია.