9 ივნისს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #415) გაიმართება კონფერენცია: "კორეის შესწავლა ახალი თაობებისთვის".
კონფერენციაზე საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების სტუდენტები წარმოადგენენ პრეზენტაციებს კორეის კულტურის, ისტორიის, სოციალური ცხოვრების და ა.შ. შესახებ. ღონისძიება ჩატარდება კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით.