ENG GEO

Search form

გურამ ჩიქოვანის წიგნის პრეზენტაცია: „The Arabic Dialects in Central Asia: Qashqa-Darya and Bukhara Dialects“

ოთხშაბათი, 1 ივნისი, 2022

1 ივნისს 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) გაიმართება გურამ ჩიქოვანის წიგნის „The Arabic Dialects in Central Asia: Qashqa-Darya and Bukhara Dialects“ პრეზენტაცია.

წიგნი გამოიცა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი № SP-21-139). პრეზენტაციის დროს გურამ ჩიქოვანი ისაუბრებს ცენტრალურაზიურ პერიფერიულ არაბულზე და მის მიერ განხორციელებულ სამეცნიერო ექსპედიციებზე ცენტრალურ აზიაში (1980-2018 წწ.). პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნი არის ავტორის მრავალწლიანი შრომის ნაყოფი.

ცენტრალური აზიის არაბების ენის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის კვლევა არაბისტიკის ქართული სკოლის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა აკად. გიორგი წერეთელმა გასული საუკუნის 30-იან წლებში.

წიგნი მნიშვნელოვანია არაბული და ზოგადად, სემიტური ენების ისტორიის, ენობრივი კონტაქტების, ენის განვითარების შინაგანი ტენდენციების თვალსაზრისით. მის მნიშვნელობას ზრდის ის გარემოებაც, რომ აღნიშნული არაბული დიალექტები ამჟამად მილევად რეჟიმშია.

დასწრება თავისუფალია.

Send notification via e-mail: