ENG GEO

Search form

იარონ ბრუკის საჯარო ლექცია: "კაპიტალიზმის მორალურობა"

პარასკევი, 29 აპრილი, 2022

29 აპრილს 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), გაიმართება საჯარო ლექცია "კაპიტალიზმის მორალურობა".


საჯარო ლექციას ჩაატარებს Ayn Rand-ის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, იარონ ბრუკი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვევით.
 
ლექციის თემა იქნება დანაშაულის გრძნობისგან თავისუფალი კაპიტალიზმი: მორალური არგუმენტი თავისუფლების სასარგებლოდ.
 
კაპიტალიზმმა უდავოდ შეძლო მოეხდინა სიმდიდრის გენერირება. თუმცა, ის მაინც ყოველთვის მორალურობის ეჭვის საბურველში იყო. განა გასაკვირი არ არის, რომ ბევრი წარმატებული ბიზნესლიდერი იქცევა ისე, თითქოს მოგების მიღება ისეთ მორალურ ლაქას ტოვებს, რომლის ჩამორეცხვას მხოლოდ დაუღალავი ფილანტროპიით შეძლებენ, თუმცა ამ ლაქას ბოლომდე მაინც ვერ მოიშორებენ? დროა სამყარომ laissez-faire კაპიტალიზმის მორალურობის სასარგებლო არგუმენტები მოისმინოს.
 
ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.
დასწრება თავისუფალია.
Send notification via e-mail: