ENG GEO

Search form

დავით კაკოიშვილი Temple University-ის აკადემიურ გუნდს მოწვეული მკვლევარის სტატუსით შეუერთდა

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული და ბიზნესის სამართლის კლინიკის ლექტორი, დავით კაკოიშვილი Temple University-ის (ფილადელფია, პენსილვანია) აკადემიურ გუნდს მოწვეული მკვლევარის სტატუსით შეუერთდა.

დავითი Temple University-ის პროფესორებთან თანამშრომლობით მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც ეხება საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვებას და წარდგენას.