ENG GEO

Search form

3 დეკემბერს ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნება

ხუთშაბათი, 3 December, 2020

3 დეკემბერს 12:00 საათზე, გაიმართება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნის ღონისძიება. კვირეული 7 დღეს გაგრძელდება და მასში საქართველოს 11 უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას.

გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე "კოვიდ-19-ის გავლენა ადამიანის უფლებათა დაცვაზე საქართველოში". ლექციის ფარგლებში განხილული იქნება დადგენილი შეზღუდვების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო/ევროპულ სტანდარტებთან, ასევე, COVID-19-ის გავლენა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაზე.

2020 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კვირეული სრულად გაიმართება ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განთავსდება ღონისძიების ორგანიზატორი უნივერსიტეტის ვებ ან ფეისბუქ გვერდზე.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLoG) მხარდაჭერით.

Send notification via e-mail: