ხუთშაბათი, 19 November, 2020
19 ნოემბერს 17:00 საათზე, თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი გურამ ჩიქოვანი წაიკითხავს მოხსენებას: "ეტიმოლოგიური პარალელები: მცხეთა - დამასკო - მასხითა." ღონისძიება გაიმართება ონლაინ რეჟიმში.
ქართველთა და საერთოდ, კავკასიის ხალხთა ნათესაობის საკითხი წინა აზიის უძველეს ხალხებთან არაერთხელ გამხდარა მკვლევართა განსჯის საგანი. აღნიშნული პრობლემის შესწავლისათვის, არქეოლოგიურთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენობრივ მონაცემებს. ლინგვისტური მახასიათებლები, საკუთარი და გეოგრაფიული სახელები, ტოპონიმები ხშირად წარმოადგენს ფასდაუდებელ წყაროს ამა თუ იმ ეთნოსის გენეზისის, ისტორიის შესასწავლად.
მოხსენება ეხება მცხეთის, დამასკოს, და სირიაში, ლატაკიასთან არსებული დასახლებული პუნქტის, მასხითას ეტიმოლოგიებს.ანალიზის შედეგად დადგენილია კავშირი მათ შორის.
დასწრება თავისუფალია.
Send notification via e-mail: