პარასკევი, 20 მარტი, 2020
მათთვის, ვინც სამაგისტრო პროგრამაზე აბარებს!
თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ჩაერთოთ ჩვენ გაცნობით პროგრამაში.
პარასკევს, 20 მარტს, 18:30 საათზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ სამაგისტრო პროგრამების Live ღია კარის დღეს.
ჩვენ ფბ გვერდზე, Live რეჟიმში უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი თქვენ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხებენ.
თავისუფალი უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MF)
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - MNS (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა)
სოციალური მეცნიერებები - MSS
ბიზნესის ადმინისტრირება MBA
ბიზნესის ადმინისტრირება ოპერაციების მენეჯმენტში MBA in OM
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამების შესახებ.
ჩვენი სამაგისტრო პროგრამები - თქვენი უკეთესი კარიერისთვის!
Send notification via e-mail: