თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულება, საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გეპატიჟებათ იაპონური კულტურის ფესტივალზე, 23 სექტემბერს, 15:00 საათზე.
ფესტივალის ფარგლებში დამსწრეებს საშულება ექნებათ იხილონ ტრადიციული იაპონური ნიღბების თეატრი "ნო"-ს წარმოდგენა, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის იაპონიიდან მოწვეული მსახიობები წარმოგვიდგენენ.
შესაძლებელი იქნება იაპონური კერძების "ტაიიაკისა" და "ტაკოიაკის" დაგემოვნებაც.