ENG GEO

Search form

სადოქტორო პროგრამები

თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების იდეა ანგლოსაქსურ გამოციდლებას ეფუძნება და ასახავს თავისუფალი უნიერვსიტეტის კვლევითი მისიის სამ ძირითად პრინციპს. პროგრამების კურიკულუმები იმგვარად არის შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს:

➢ ინდივიდუალური კვლევების ფარგლებში ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნას. ამ თვალსაზრისით თავისუფალი უნივერსიტეტის პროგრამები იმით გამოირჩევა სხვა უნივერსიტეტებში არსებული (უმეტესობა) პროგრამებისგან, რომ სასწავლო პროცესი მთლიანად ორიენტირებულია სტუდენტის მიერ დამოუკიდებელი კვლევითი პროექტის განხორციელებაზე, ხელმძღვანელის და შესაბამისი აკადემიური პერსონალის ინსტრუქტაჟით.

➢ ინტერდისციპლინური კვლევების წარმოებას, რაც მკაფიოდ არის ასახული პროგრამების კურიკულუმებსა და სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.

➢ მაღალი დონის სამეცნიერო ღირებულების მქონე ცოდნის შექმნას, რაც თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების უმთავრესი მიზანია.

 

სადოქტორო პროგრამა სოციალურ მეცნიერებებში 

 სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე კვლევების განხორციელება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

-       საერთაშორისო ურთიერთობები

-       ეკონომიკა

-       ფსიქოლოგია

-       სოციოლოგია

-       ისტორია

-       ფილოლოგია

-       ფილოსოფია

-       ინტერდისციპლინური კვლევები სოციალურ მეცნიერებებში

 

სადოქტორო პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სადოქტორო პროგრამებზე კვლევების განხორციელება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

-       ფიზიკა

-       ბიოლოგია

-       ქიმია