ENG GEO

Search form

ქეთევან კობახიძე

ასისტენტ-პროფესორი

საგანი: საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი; სანივთო სამართალი

აკადემიური საქმიანობა: ქეთევან კობახიძეს აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან იგი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში კერძო სამართლის განხრით კითხულობს ლექციებს.

განათლება: ქეთევან კობახიძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია კერძო სამართლის მიმართულებით. მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: ქეთევან კობახიძე მუშაობდა სპეციალისტის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში, იყო კონსულტანტი იურიდიულ კომპანია შპს თალაკვაძე და პარტნიორებში, მუშაობდა საჯარო სამართლის სექტორის უფროსად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. იგი იყო სტრატეგიული განვითარებისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში. ქეთევან კობახიძე ასევე გახლდათ გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი და იუსტიციის სახლის იურიდიული სამსახურის უფროსი. ქეთევან კობახიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერია.