ასისტენტ-პროფესორი
საგანი: სისხლის სამართალი; სისხლის სამართლის პროცესი
აკადემიური საქმიანობა: ქეთევან ჩომახაშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორია სისხლის სამართლის მიმართულებით.
განათლება: ქეთევან ჩომახაშვილს აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია. ამჟამად ქეთევან ჩომახაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია.
სამუშაო გამოცდილება: ქეთევან ჩომახაშვილი არის ლიცენზირებული ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. წლების მანძილზე ის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს, სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების განყოფილების კონსულტანტი, მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი, სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი და საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ასევე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი.