ENG GEO

Search form

ღონისძიებები

Leadership School და თავისუფალი და აგრარუ
25 Sep 2019
გამოფენის კურატორი: ანასტასია ახვლედიანი 10 -16 ივლისი, 2019 გამოფენის გახსნა: ოთხშაბათი, 10 ივლისი, 18-20:00 საათამდე მისამართი: TBC ბანკი, წერეთლის ქუჩა #2 აღმაშენებლის მოედანზე თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS წარმოგიდგენთ სტუდენტების ჯგუფურ გამოფენას TBC-ის გალერეაში. VA[A]DS-ის სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს, აწყობენ სემესტრის შემაჯამებელ გამოფენას. ეს გამოფენები, როგორც წესი, ტარდება უნივერსიტეტში ან თბილისის რომელიმე სხვა საგამოფენო სივრცეში. არტარეამ არა ერთხელ უმასპინძლა VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენას, ასევე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა მოაწყო VA[A]DS-ელების ერთდღიანი გამოფენა არტელი რაჭასთან თანამშრომლობით. ქუთაისში გამოფენის მოწყობა სტუდენტების პირველი ინიციატივაა, როცა მათ თავიანთი ხელოვნების წარდგენა თბილისის გარეთ გადაწყვიტეს. შემოდგომაზე იგეგმება VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენა თელავში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება VA[A]DS-ის ლექტორების: ნინო ქვრივიშვილის, ხატია ესართიასა და თეა გვეტაძის სტუდენტების ნამუშევრები. გამოფენის ორგანიზატორი და კურატორი VA[A]DS-ის კურსდამთავრებული ანასტასია ახვლედიანია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრებ, მათ შორის, ელენე ხვედაგურიძის ასემბლაჟები, სანდრო ანჩაბაძის ტექსტილისა და ცელოფანისგან შექმნილი ფარდაგები და იოანა წულაიას მონოქრომული თაბაშირის ობიექტები. გამოფენა გაგრძელდება 16 ივლისამდე. გამოფენის გახსნაზე გამოფენის ტურს ჩაატარებს VAADS-ის დეკანი, ირინა პოპიაშვილი. გამოფენაში მონაწილეობენ: ზიზი ადამია სანდრო ანჩაბაძე ალექსანდრე ბეგლარიშვილი თათული თუთისანი მარინე კანდელაკი გიორგი კონტრიძე ლუკა კორძახია მერაბო ლომაძე აკაკი მაქაცარია თეო მასპი სოფია ცინცაძე მარი ყალაბეგაშვილი იოანა წულაია ელენე ხვედაგურიძე თეო ხმალაძე ანანო ჯანაშია გვანცა ჯგუშია
10 Jul 2019
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ იმუშავა მორიგ კულინარიულ წიგნზე - „კოლხური ტაბლა“. წიგნი მომზადდა USAID ზრდა-ს დახმარებით და მისი პრეზენტაცია გაიმართება 7 ივლისს, 19:00 საათზე კულინარიის და ღვინის ფესტივალის ფარგლებში კახა ბენდუქიძის კამპუსში. წიგნი წარმოადგენს კულინარიული წიგნების სერიას, რომელიც USAID ზრდა-ს დაფინანსებით 2018 წელს „მესხური ტაბლა“-ს გამოცემით დაიწყო და სამცხე-ჯავახეთში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. „კოლხური ტაბლა“ მოიცავს მეგრული, აფხაზური და სვანური სამზარეულოს 50-ზე მეტ განსაკუთრებულ და ავთენტურ კერძის რეცეპტს. წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი. კულინარიის და ღვინის ფესტივალზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველო კულინარიის აკადემიის ლექტორებისა და სტუდენტების მიერ მომზადებული წიგნიდან შერჩეული კერძები და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ღვინო. ფესტივალი ჩატარდება 7 ივლისს, 19:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში. დასწრება თავისუფალია.
7 Jul 2019
6 ივლისს 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) გაიმართება "რითი არის თქვენი ტვინის 20% ოკუპირებული?". ღონისძიება იმართება "ტვინის სემინარების" ფარგლებში და არის კოგნიტური ნეირომეცნიერებებისა და ნეიროანთროპოლოგიის ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე განხილული იქნება თუ რა გავლენა აქვს ადამიანის თავის ქალაში არსებული ნეირონების გროვაზე ისეთ რამეებს, როგორიცაა ანდაზები, მითები და ზღაპრები; ასევე თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის გონება მეტაფორას სხეულის დახმარებით; რა კავშირშია მშობლიური ენა და გაყოფილი ტვინი იმასთან, თუ როგორ ვცნობთ სახეებს; რა ხდება ტვინში, როცა ვუსმენთ სხვადასხვა სპიკერებს; ან მაშინ, როცა ვუყურებთ რაიმეს, რაც თვითაღქმისთვის მნიშვნელოვანია; ასევე საუბარი იქნება იმაზე თუ სად გვტკივა - ტვინში თუ თავში და ეს ტკივილი ბიოლოგიურად დეტერმინირებულია თუ კულტურულად განპირობებული. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოწვეული სპიკერები, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები. დასწრება თავისუფალია.
6 Jul 2019
26 ივნისს 13:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #113) გაიმართება საჯარო ლექცია: "ინოვაციური ბიზნეს-მოდელები ბლოკჩეინის ეპოქაში". ლექცია თემა იქნება ახალი ბიზნეს-მოდელები და არსებული ბიზნეს-მოდელების ტრანსფორმაცია, რომელიც ხდება ტექნოლოგიებისა და კონკრეტულად ბლოკჩეინის გავლენის ქვეშ. ასევე, განხილული იქნება Libras-ს (Facebook-ის კრიპტოვალუტა) განვითარების პროცესი და ის სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ბლოკჩეინის სრულფასოვანი იმპლემენტაციის გზაზე. ლექციას ჩაატარებს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი დავით კიზირია. დასწრება თავისუფალია.
26 Jun 2019
22 ივნისს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #218) საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების ორგანიზებით გაიმართება "სარტყელი და გზა" - სტუდენტების თვალით დანახული პერსპექტივები. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა უკეთესად გაანალიზონ ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები და მისი პერსპექტივები. დასწრება თავისუფალია.
22 Jun 2019
19 და 20 ივნისს 11:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კ
19 Jun 2019
12 ივნისს 19:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის გარე ამფითეატრში გაიმართება დებატები: "არსებობს თუ არა ჯგუფური ინტერესი?" ხშირად გვესმის დისკუსია, თუ რა უნდა იყოს სახელმწიფოს მიზანი. მაგრამ აქვს თუ არა საერთოდ სახელმწიფოს მიზანი? შეიძლება თუ არა ადამიანების ჯგუფს ჰქონდეს ერთი მიზანი? ბევრს ინტუიცია კარნახობს დადებით პასუხს, თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია. აღნიშნული დებატების ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები დავით დარჩიაშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი წარადგენენ განსხვავებულ მიდგომებს - რა არის და არსებობს თუ არა ჯგუფური ინტერესი. დასწრება თავისუფალია.
12 Jun 2019

გვერდები