ENG GEO

Search form

ღონისძიებები

გიწვევთ ნიკა გილაურის წიგნის “პრაქტიკული ეკონომიკის” (Practical Economics) პრეზენტაციაზე. დრო: 18 მაისი, 18:00 საათი. ადგილი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსისის #200 აუდიტორია, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები. წიგნი წარდგენილია წლის ბიზნეს-წიგნის ნომინაციაზე - Financial Times-ისა და McKinsey-ის ერთობლივ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, სადაც გამოავლენენ ნაშრომს, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკურ და ბიზნეს აზროვენებაზე მსოფლიო მასშტაბით. "პრაქტიკული ეკონომიკა" (Practical Economics) 2004-2012 წლებში საქართველოში გატარებულ ყველა იმ რეფორმას აღწერს. წიგნი გამოსცა ცნობილმა გამომცემლობა Palgrave Macmillan-მა. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.
18 მაისი 2017
Free Market Road Show გაიმართება 15 მაისს, 11 საათიდან კახა ბენდუქიძის საუნიევრსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში. შეხვედრას დაესწრებიან და წარუძღვებიან გამოჩენილი ბიზნესმენები, წარმატებული სტუდენტები, პოლიტიკის ექსპერტები, დიპლომატები და სხვა დაინტერესებული პირები ევროპიდან, რომლებიც ისაუბრებენ საქართველოს განვითარებასა და გამოწვევებზე. დისკუსია შეეხება მსოფლიოში მიმდინარე წამყვან მოვლენებსაც, როგორებიცაა, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების თაობაზე და შეერთებული შტატების მიერ ტრამპის არჩევა პრეზიდენტად.
15 მაისი 2017
ხუთშაბათს, 11 მაისს, 17:00 საათზე, #113-ე აუდიტორიაში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება პროფ. გოჩა ჯაფარიძის საჯარო ლექცია თემაზე "ქართველები წმინდა მიწაზე XI-XVI საუკუნეებში".
11 მაისი 2017
6 მაისი 2017
3 მაისს, 19:30-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World”-ის, ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 421-ე აუდიტორიაში, გაიმართება ლექცია - დისკუსია: "ნატოსთან თავსებადობა და გაწევრიანების პერსპექტივა ტრამპის ერაში" მომხსენებელი: თამარ კეკენაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში. დასწრება თავისუფალია
3 მაისი 2017
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები და ბენდუქიძის კულინარიის აკადემია, კახა ბენდუქიძის კვირეულის ბოლო დღეს წარმოგიდგენთ კულინარიის და ღვინის ფესტივალს. ფესიტვალის ფარგლებში ასევე იგეგმება პირველი ქართული კულინარიული ნაშრომის - “ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი” - ადაპტირებული ვერსიის პრეზენტაცია. წიგნს წარმოგიდგენთ ბენდუქიძის კულინარიის აკადემია, ვახო ბაბუნაშვილი და ქარჩხაძის გამომცემლობა. ფესტივალი დაიწყება 30 აპრილს, 17:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.
30 Apr 2017
20 აპრილს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში რიგით მეშვიდე დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება. კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და განიხილავენ მათ კანდიდატურებს. დასაქმების ფორუმში 80-ზე მეტი კომპანიაა ჩართული. ფორუმი ჩატარდება კამპუსის ბიბლიოთეკაში - 12:00-დან 15:00 საათამდე.
20 Apr 2017
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის, ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის მოლდოვაში, უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის ყოფილი თავმჯდომარის, კალმან მიზეის საჯარო დისკუსიას "კახა ბენდუქიძის რეფორმები ​და პოსტ-საბჭოთა სივრცე, უკრაინისა და მოლდოვას მაგალითები​"​. ღონისძიება კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში იგეგმება. დისკუსია ჩატარდება 20 აპრილს, 18:30 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში. დასწრება თავისუფალია.
20 Apr 2017
19 აპრილს 19:30-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 421-ე აუდიტორიაში გაიმართება ლექცია - დისკუსია თემაზე: "ევროკავშირის რბილი ძალის პოლიტიკის შედეგები - საქართველოს მაგალითი." მომხსენებელი - ქეთი გრძელიძე დასწრება თავისუფალია
19 Apr 2017

გვერდები