15 ივნისს 10:30-ზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში გაიმართება "ჩინური ენის ხიდი"-ს შესარჩევი ტური სკოლის მოსწავლეებს შორის.
კონკურსის ორგანიზატორები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი.
კონკურსი შედგება ორი ნაწილისაგან:
· მოხსენება ჩინური ენაზე და კითხვა-პასუხი ქვეყანათმცოდნეობაზე,
· კულტურული პროგრამა.
ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი ქართველი კონკურსანტი ოქტომბერში გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე: ორი მათგანი - ფინალურ კონკურსში მონაწილეებად, ხოლო კიდევ ორი - დამკვირვებლებად.
დასწრება თავისუფალია.