ENG GEO

Search form

ღონისძიებები

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი გიწვევთ აგრარული უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექციაზე "პროკარიოტების ვირუსების მრავალფეროვნება და როლი ბიოსფეროში." დავით ფრანგიშვილი არის პარიზის პასტერის უნივერსიტეტის (Institut Pasteur) “Viruses of Hyperthermophilic Archaea” ჯგუფის ხელმძღვანელი. ლექციას წარმოგიდგენთ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა. შეხვედრა ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია. იხ. ფბ ივენთი: facebook.com/events/260833854393239
29 Jun 2017
ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა გიწვევთ პირველი და მეორე კურსის ხატვის სტუდიის შემაჯამებელ გამოფენაზე. მეორე კურსის სტუდენტების ამოცანა ლექტორებისგან დამოუკიდებლად, გამოფენის ორგანიზება და ექსპოზიციის გაკეთება იყო. დამატებით, მეორე კურსის სტუდენტებმა ხატვის სტუდიის დიდ სახელოსნოში ჩანახატების რვეულების (სქეჩბუქების) და გამოფენის მოსამზადებელი მასალების სპეციალური ინსტალაცია წარმოადგინეს. მეორე კურსის პროფესორები: კოტე სულაბერიძე & ნინო ჭილაშვილი პირველი კურსს ნიკა ქუთათელაძე და თორნიკე ჭაფოძე ხელმძღვანელობენ. მეორე კურსის სტუდენტების გამოფენის კურატორი: გიორგი ვარდიაშვილი მეორე კურსი: შოთიკო აფციაური გიორგი გელაძე რეზი გვრიტიშივილი ნიტა გონგაძე კნიკა გრძელიშვილი გიორგი ვარდიაშვილი მაკო ზაკაიძე ნუკი კოპალეიშვილი ნუცა მიქაბერიძე ნიკა მომცემლიძე ზიზი ნიშნიანიძე მარიამ ორიონ მუთიძე ლიზი ქიქავა ფაფო ფაჩუაშვილი ლიზა ცინდელიანი ლიზა ციცქიშვილი სალომე ჩიგილაშვილი ანი ყოჩიაშვილი სალომე ჯოხაძე პირველი კურსი: ანუკი ბეროშვილი ქეთი დვალი სალომე გაგუა მარიამ გოგიჩაიშვილი ლილე გურამიშვილი ელენე გურამიშვილი თეკლა თორდია ელენე კვიმსაძე თეონა მასპინძელაშვილი ნუცა მუსერიძე გვანჩა სანიკიძე თეკლა პაიჭაძე თაკო ყიფიანი ნინი ხაბაზი ნიკა ჯიბლაძე გამოფენა გაიხსნება 28 ივნისს 17:00 საათზე. დასწრება თავისუფალია. იხ. ფბ ივენთი.
28 Jun 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექციაზე “როგორ შეცვლის ბლოკჩეინი მსოფლიო ეკონომიკას და როგორ იყენებს საქართველო ამ ტექნოლოგიას?“. ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელსაც აქვს პოტენციალი, მოახდინოს ნდობის მნიშვნელობის რედეფინიცია საჯარო და კერძო სექტორებში. ის შეიძლება განისაზღვროს, როგორც ციფრული, მუდმივ რეჟიმში ქრონოლოგიურად განახლებადი, დეცენტრალიზებული და კრიპტოგრაფიულად დაშიფრული მონაცემთა ბაზა. ბლოკჩეინი არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგია, არამედ აზროვნების ახალი მოდელია, რომელიც ახლო მომავალში მოსალოდნელია, რომ გამოიწვევს საზოგადოების ფუნქციონირების დღევანდელი მოდელის ტრანსფორმაციას მრავალ სექტორში. საქართველო ხედავს ბლოკჩეინის პოტენციას და მისი საჯარო სექტორში დანერგვით ცდილობს, გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით იყენებს ამ ტექნოლოგიას საჯარო სექტორში მომსახურების გაწევისას. მომხსენებლები: დოქტორ ჯული მოპინი (Dr. Julie A. Maupin, JD/MA) - უფროსი მკლევარი, შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტი, დოზენჰაიმი, გერმანია თამარ მენთეშაშვილი - ფინანსური ინოვაციებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მკვლევარი, ჯაო თონგ უნივერსიტეტი, შანხაი, ჩინეთი. საჯარო ლექცია გაიმართება 30 ივნისს, 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში. სამუშაო ენები - ინგლისური და ქართული (სინქრონული თარგმანი). საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია. წინასწარი რეგისტრაციისთვის, გთხოვთ 2017 წლის 26 ივნისის 16:00 საათამდე, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. N.B. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია (მაქს. 150 ადამიანი) და დასწრება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის საფუძველზე "first come, first served" პრინციპით. საჯარო ლექცია ტარდება ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ პროგრამა ახორციელებს.
26 Jun 2017
VADS არტარეაში II 25 ივნისი - 1 ივლისი, 2017 გამოფენის გახსნა: კვირას, 25 ივნისს, 14-18:00 საათამდე მონაწილეები : ანასტასია ახვლედიანი, ანა ჯიბლაძე, ლიზა ცინდელიანი, მაკო კრიხელი, მარი ცალანი, სალომე ჯოხაძე, სალომე ჩიგილაშვილი, სოფო ჯაყელი, ქეთი ბორაშვილი ვიზუალური ხელოვნებისა და დიზანის სკოლა გიწვევთ მეორე გამოფენაზე არტარეას სივრცეში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროფესორების ლევან მინდიაშვილისა და თეა გვეტაძის ფერწერის სტუდიის სტუდენტების ნამუშევრები, ასევე გამოფენილი იქნება სანდრო ჩხაიძის გრაფიკული დიზაინის სტუდიის სტუდენტების მიერ შექმნილი პოსტერები. საგამოფენო სივრცეში შესვლისთანავე გვხვდება გრაფიკული პოსტერები, რომლებზეც სტუდენტების მიერ შექმნილი ქართული ფონტებია წარმოდგენილი. ცინტრალურ სივრცეში გამოფენილია ანასტასია ახვლედიანის მონოქრომული ობიექტები, რომლებიც მეორეადი გადამუშავებული ქაღალდისგან არის შექმნილი. ამავე სივრცეში არის ლიზა ცინდელიანის სკულპტურა - ერთგვარი კედელი , რომელიც ოთახში მისტიურ სივრცეს ქმნის. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია სალომე ჩიგილაშვილის ნაქარგები ტილოზე, სამგანზომილებიან ინსტალაციასთან ერთდ. სალომე ჯოხაძის ნახატი და სკულპტურები, რომლებიც ერთგვარ თანამედროვე ქართულ კომიქსს წარმოადგენს. მესამე სივრცეში კი გამოფენილი იქნება თეა გვეტაძის სტუდენტების ფერწერული ნამუშევრები. გამოფენა ღიაა კვირის დღეები: 16:00-20:00 შაბათი: 14:00-18:00
25 Jun 2017
24 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში, თავისუფალი უნვერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების ორგანიზებით და იაპონიის ფონდისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება იაპონური ენის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ იაპონური ენის შემსწავლელი სტუდენტები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, მოლოვიდან, ბელორუსიდან და სომხეთიდან. სამუშაო ენა - იაპონური. დასწრება თავისუფალია
24 Jun 2017
22 ივნისს, 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 218-ე აუდიტორიაში თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების ორგანიზებით ტარდება სემინარ-პრეზენტაციები “გზამკვლევი ჩინურ ბიზნეს-სამყაროში.’’ დასწრება თავისუფალია
22 Jun 2017
19 ივნისს 12:00-დან 20:00 საათამდე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (საერთაშორისო ურთიერთობის სკოლა) გიწვევთ კონფერენციაზე „არაბული გაზაფხული: მიზეზები და პერსპექტივები“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის არაბული მიმართულების სტუდენტების ნაშრომები, რომლებიც შეეხება არაბულ სამყაროში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ გარდაქმნებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლს, მოდერნიზაციის პროექტებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
19 Jun 2017
17 ივნისს, 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ეზოში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე "როდის წაგართმევს რობოტი სამსახურს?" ლექციის ფარგლებში მომხსენებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის ადმინისტრირების დეკანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, მიმოიხილავს იმ ისტორიულ, ეკონომიკურ თუ ლოგიკურ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელს თუ შეუძლებელს გახდის მომავალში ამ საკითხის რეალურობას. დასწრება თავისუფალია
17 Jun 2017
VADS-ის აბიტურიენტების საყურადღებოდ!
17 Jun 2017

გვერდები