ENG GEO

Search form

ღონისძიებები

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა გიწვევთ წიგნის „საქართველოს ლიბერტარიანული რევოლუცია“ პრეზენტაციაზე. ნაშრომში გაერთიანებულია European Stability Initiative-ის საქართველოს ჯგუფის (ჯერარდ კნაუსი, ბესა შაჰინი, ნიგარ გიოკსელი) მიერ მომზადებული სტატიების ქართულენოვანი თარგმანი კახა ბენდუქიძის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ. ღონისძიება ტარდება კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში. „საქართველოსაც ჰყავს თავისი ჯონ გალტი, თავისი მისიით ფილოსოფოსი-მეწარმე. მას კახა ბენდუქიძე ჰქვია და ქვემოთ მის ამბავს მოგითხრობთ“... „ნაშრომის ქართული გამოცემა ეძღვნება მამას და, ასევე, ყველა თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანს“. ანასტასია ბენდუქიძე ცოდნის ფონდის დირექტორი მთარგმნელი: თამარ ჯიბუტი მთავარი რედაქტორი: ვატო ლეჟავა სარედაქციო ჯგუფი: ზაალ ჩხეიძე, ანა მილაშვილი, ნათია სამუშია დიზაინერი: ნატალია ღლონტი იხილეთ ფბ ივენთი: https://www.facebook.com/events/1213890492044348/
13 Nov 2017
13-17 ნოემბერს კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდება.
13 Nov 2017
აბიტურიენტებო! თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ჩაერთოთ ჩვენ გაცნობით პროგრამაში. შაბათს, 28 ოქტმბერს, 18:00 საათზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ Live გაცნობით პროგრამას. ჩვენ ფბ გვერდზე, Live Video რეჟიმში უნივერსიტეტების რექტორი და აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი თქვენ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებენ. ეწევიეთ ჩვენ ფბ გვერდს https://facebook.com/FreeUni 28 ოქტომბერს 18:00 საათიდან და დასვით თქვენთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა. იხ. ფბ ივენთი: https://www.facebook.com/events/1686434788034824/
28 Oct 2017
ინფორმაცია მოსალოდნელ სიახლეზე - არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა თავისუფალ უნივერსიტეტში. არქიტექტურის სკოლა VA[A]DS თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული, კონცეპტუალურად ახალი სასწავლო პროგრამა იქნება, რომელიც გეგმავს აბიტურიენტებს შესთავაზოს ინტეგრირებული სტუდიური სწავლება. სასწავლო პროგრამა თანამედროვე მედია და ტექნოლოგიური მოდულებით იქნება აღჭურვილი. თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა VA[A]DS ამერიკის საუკეთესო ათეულში შესული არქიტექტურის სკოლის Sam Fox Architecture School at Washington University in St. Luis პროფესორთან, ჯესი ვოგლერთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელიც მომავალში თავისუფალ უნივერსიტეტში ამ პროგრამას უხელმძღვანელებს. მოსალოდნელი სიახლით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ვუმასპინძლებთ 28 ოქტომბერს 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. აბიტურიენტებს მიმართავენ - პროგრამის ხელმძღვანელი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯესი ვოგლერი (ჩართვა აშშ-დან), უნივერსიტეტის რექტორი - ვატო ლეჟავა და სკოლის დეკანი - ირინა პოპიაშვილი. შეხვედრაზე ჩატარდება პროგრამის პრეზენტაცია და მოსწავლეების ექნებათ შესაძლებლობა დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.
28 Oct 2017
აკა მორჩილაძე კამპუსში! ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში მწერალი აკა მორჩილაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას - ძველი და ახალი თავადები. დასწრება თავისუფალია. ლექციას წარმოგიდგენთ სტუდენტური აპლიკაცია VICI. იხ. ფბ ივენთი: https://www.facebook.com/events/1812968675660663/
19 Oct 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 415-ე აუდიტორიაში, 18 ოქტომბერს, 17:00-ზე გაიმართება ლექცია - დისკუსია ”ტრანსპორტი - ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა.” როგორ უნდა გახდეს საქართველო რეგიონალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი - სტრატეგიული მნიშვნელობა, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ეკონომიკური ასპექტები. საქართველოს სატრანსპორტო სისტემების განვითარების პერსპექტივები და ავიაცია, როგორც გამოწვევა და ახალი შესაძლებლობები. მომხსენებელი - HUB Georgia-ს დამფუძნებელი, ექსპერტი ავიაციის საკითხებში გიორგი კოდუა. დასწრება თავისუფალია
18 Oct 2017
13 ოქტომბერს, 16 საათზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების ორგანიზებით და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით და ინიციატივით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში გაიმართება მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენა, ცნობილი იაპონელი შემსრულებლების ჯგუფის "ნიკო-იჩის" შესრულებით. წარმოდგენის მსვლელობისას დამსწრეები იხილავენ მუსიკალურ შესრულებას იაპონურ დასარტყამ ინსტრუმენტ "ვადაიკოზე" და "შამისენე" (იაპონური გიტარა), ასევე ცეკვა "შიშიმაის" (ლომის კოსტუმირებული ცეკვა). შესრუებული მუსიკა და ცეკვა იქნება ტრადიციული იაპონური და თანამედროვე ელემენტების სინთეზი. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
13 Oct 2017
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ - Welcome 2017. 5 ოქტომბერი, 17:00 საათი, კამპუსის ეზო. SHNGL Fall Gruc Bedford Falls არა მოდით!
5 Oct 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების ანალიზი, პრობლემები და გამოწვევები". შეხვედრა ჩატარდება ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში. ლექციას ჩაატარებს: ბესარიონ ბოხაშვილი - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ეროვნული ოფიცერი საქართველოსთვის.
27 Sep 2017
გამოფენის გახსნა: 11 ივლისს, 18:00 საათზე გამოფენის მონაწილეები: ანასტასია ახვლედიანი შოთიკო აფციაური გიორგი გელაძე გიორგი ვარდიაშვილი ანა ჯიბლაძე სალომე ჯოხაძე VADS-ის სტუდენტების გამოფენა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია - "არტელ რაჭაში" ვიზიტის შედეგია. 7 ივლისიდან სტუდენტების ინტენსიური მუშაობის შედეგი საქართველოში ერთერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი. რამდენიმე ნამუშევარი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების შთაბეჭდილების გავლენითაა შექმნილი. ეს გამოფენა კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს მუზეუმებით, რათა დამწყებმა ხელოვანებმა ადგილობრივი და უნიკალური ხელოვნების ნიმუშები თანამედროვეობასთან მიმართებაში განიხილონ. დღის განმავლობაში VADS-ელები ესტუმრებიან ონის სამხატვრო სკოლას, დაათვალიერებენ მოსწავლეების ნამუშევრებს და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. VADS-ელი სტუდენტების გამოფენის დათვალიერება საინტერესო იქნება ადგილობრივი მოსწავლეებისთვისაც, ისინი შეძლებენ გაეცნონ თანამედროვე ხელოვანთა ახალ თაობას და შეაფასონ მათი ნამუშევრები.
11 Jul 2017

გვერდები