ENG GEO

Search form

ღონისძიებები

9 დეკემბერს 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტ
9 Dec 2017
2017 წლის 3 დეკემბერს, პირველად საქართველოში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულბის ორგანიზაბით გაიმართება იაპონური ენის საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდა (JLPT-日本語能力試験). გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა იაპონიის მთავრობის მიერ აღიარებული დიპლომი, რომელიც მის მფლობელს გაუადვილებს იაპონურ უნივერსიტეტში ჩაბარებას ან/და მუშაობის დაწყებას იაპონურ კომპანიებში. მსურველებს შეუძლიათ გამოცდაზე დასარეგისტრირებელი ფორმები და საინფორმაციო ბუკლეტები მიიღონ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, აღმაშენებლის ხეივანი #240). სარეგისტრაციო ფორმების ჩაბარება საგამოცდო გადასახადთან ერთად უნდა მოხდეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში 2017 წლის 21 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 საათდან 16:00 საათამდე პერიოდში. გამოცდას აქვს ხუთი დონე, პირველ და მეორე დონეებზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 35 ლარს, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე დონეებზე - 25 ლარს. სარეგისტრაციო გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორებით, საგანაცხადო ფორმის ჩაბარებისას, ან გადარიცხვით. დამატებითი ინფომაციისთვის დაგვიკავშირდით: k.tsereteli@freeuni.edu.ge კონსტანტინე წერეთელი
3 Dec 2017
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, გიწვევთ საჯარო ლექციაზე “ნარკოპოლიტიკის გამოწვევები და დაგეგმილი რეფორმის მიმართულებები”. მომხსენებლები: გურამ იმნაძე, დავით ოთიაშვილი, დავით სუბელიანი მოდერატორი: ეკა ლომთათიძე. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წლებია წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან წყაროს, რომლის ფარგლებშიც ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ ხდება არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაკისრება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება. მოქმედი პოლიტიკის პირობებში არ კეთდება საკმარისი აქცენტი სამკურნალო-სარეაბილიტაციო და პრევენციულ ღონისძიებებზე. ლექციაზე განხილული იქნება არსებული ნარკოპოლიტიკის გამოწვევები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები, მისი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. საჯარო ლექცია გაიმართება 29 ნოემბერს, 15:40 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსოტეტო კამპუსის, 113-ე აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია. იხ. ფბ ივენთი: https://www.facebook.com/events/1911066019211985/
29 Nov 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ზაზა ოსმანოვის საჯარო ლექცია "ფერმის პარადოქსი და სიცოცხლის არსებობა კოსმოსში" კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში სამშაბათს, 28 ნოემბერს 19:00 საათზე ჩარატდება. ლექციაზე საუბარი იქნება სამყაროში სიცოცხლის და განსაკუთრებით გონიერი სიცოცხლის შესაძლო არსებობაზე, მაღალტექნოლოგიურ არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ასტრონომიულ მეთოდებზე და ფერმის პარადოქსზე, რომ თუ გონიერი სიცოცხლე არსებობს ამ უკიდეგანო სივრცეში, მაშინ სად არიან ისინი? ლექციაზე დასწრება თავისუფალია. იხ. ფბ ივენთი: facebook.com/events/2192868880940119/
28 Nov 2017
მარკ ბადია VADS-ის პროექტი: გამოფენის გახსნა: 24 ნოემბერი 17:00-19:00 საათამდე მარკ ბადიას პორტფოლიოს პრეზენტაცია ჩატარდება VADS-ის დიდ სახელოსნოში 16:30 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის ციზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლა (VADS) მოახრულია წარმოგიდგინოთ ესპანელი არტისტის, მარკ ბადიას, პერსონალური გამოფენა ვადსის მეორე სართულის გალერეაში. ბარსელონას ჯივარ ორგანიზაციის და რამონ ლულის ფონდის თავისუფალი უნივერსიტეტთან გაცვლითი პროგრამის შედეგად ყოველწლიურად ვადსი უმასპინძლებს ერთ ესპანელ არტისტს და საპასუხოდ VADS-ის სტუდენტი გაემგზავრება ბარსელონაში გაცვლით რეზიდენციაში. მარკ ბადია ვადსის პირველი სტუმარი-რეზიდენტია. VADS-ის მეოთხე კურსის სტუდენტი, ანასტასია ახვლედიანი 2018 წლის იანვარში გაემგზავრება ბარსელონაში. ფერწერები და ობიექტები, რომლებიც წარმოდეგენილია ვადსში არის ბადიას მბზინავი ეფექტებზე აგებული ნამუშევრების სერიის გაგრძელება. მარკ ბადიას დამთავრებული აქვს ბარსელონის უნივერსიტეტი და Hochschule für Bildende Künste, ჰამბურგში. ის ცხოვრობს და მუშაობს ბარსელონაში. მას პერსონალური გამოფენები ჰქონდა ბაუჰაუსის უნივერსიტეტის გალერეაში, ვაიმარში და Fundación Olivar de Castillejos, მადრიდში. ბადიას გამოქეყნებული აქვს “Los perros de Goya” პროექტი Bernat Daviu-ს ტექსტით. ვადსში მისი გამოფენა 30 ნოემბრამდე გასტანს.
24 Nov 2017
22 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში რიგით მერვე დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება. კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და განიხილავენ მათ კანდიდატურებს. დასაქმების ფორუმში ტრადიციულად 100-მდე კომპანიაა ჩართული. ფორუმი ჩატარდება კამპუსის ბიბლიოთეკაში - 13:00-დან 17:00 საათამდე. იხ. ფბ ივენთი: https://www.facebook.com/events/1604788962875820
22 Nov 2017
ლევან ბერძენიშვილი თავის შეხვედრას „წიგნებს“ ახალ, ცოცხალ ფორმატში წარმართავს. შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან, თემით ''გულაგის ლიტერატურა'', გაიმართება 20 ნოემბერს, 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსოტეტო კამპუსის საკონფერენციოში დარბაზში (აუდიტორია #200.). „ვიცი“ საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს აგრძელებს. 12 ოქტომბრიდან, ყველა „ვიციში“ ჩართულ უნივერსიტეტში, საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს. ლევან ბერძენიშვილი თავის შეხვედრას „წიგნებს“ ახალ, ცოცხალ ფორმატში წარმართავს. შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან, თემით ''გულაგის ლიტერატურა'', გაიმართება 20 ნოემბერს, 18:00 საათზე, საკონფერენციოში #200. ლევან ბერძენიშვილი - „წმინდა წყვდიადი“; ვარლამ შალამოვი - „კოლიმური მოთხრობები“; ალექანდრე სოლჟენიცინი - „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“; „არქიპელაგი გულაგი“.
20 Nov 2017
ლევან ბერძენიშვილი თავის შეხვედრას „წიგნებს“ ახალ, ცოცხალ ფორმატში წარმართავს. შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან, თემით ''გულაგის ლიტერატურა'', გაიმართება 20 ნოემბერს, 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსოტეტო კამპუსის საკონფერენციოში დარბაზში (აუდიტორია #200.). „ვიცი“ საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს აგრძელებს. 12 ოქტომბრიდან, ყველა „ვიციში“ ჩართულ უნივერსიტეტში, საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს. ლევან ბერძენიშვილი თავის შეხვედრას „წიგნებს“ ახალ, ცოცხალ ფორმატში წარმართავს. შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან, თემით ''გულაგის ლიტერატურა'', გაიმართება 20 ნოემბერს, 18:00 საათზე, საკონფერენციოში #200. ლევან ბერძენიშვილი - „წმინდა წყვდიადი“; ვარლამ შალამოვი - „კოლიმური მოთხრობები“; ალექანდრე სოლჟენიცინი - „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“; „არქიპელაგი გულაგი“.
20 Nov 2017
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა გიწვევთ წიგნის „საქართველოს ლიბერტარიანული რევოლუცია“ პრეზენტაციაზე. ნაშრომში გაერთიანებულია European Stability Initiative-ის საქართველოს ჯგუფის (ჯერარდ კნაუსი, ბესა შაჰინი, ნიგარ გიოკსელი) მიერ მომზადებული სტატიების ქართულენოვანი თარგმანი კახა ბენდუქიძის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ. ღონისძიება ტარდება კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში. „საქართველოსაც ჰყავს თავისი ჯონ გალტი, თავისი მისიით ფილოსოფოსი-მეწარმე. მას კახა ბენდუქიძე ჰქვია და ქვემოთ მის ამბავს მოგითხრობთ“... „ნაშრომის ქართული გამოცემა ეძღვნება მამას და, ასევე, ყველა თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანს“. ანასტასია ბენდუქიძე ცოდნის ფონდის დირექტორი მთარგმნელი: თამარ ჯიბუტი მთავარი რედაქტორი: ვატო ლეჟავა სარედაქციო ჯგუფი: ზაალ ჩხეიძე, ანა მილაშვილი, ნათია სამუშია დიზაინერი: ნატალია ღლონტი იხილეთ ფბ ივენთი: https://www.facebook.com/events/1213890492044348/
13 Nov 2017

გვერდები