დავით კორკელია ირლანდიიდან
პირველად ძალიან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ 4 წელი ირლანდიაში უნდა მესწავლა. მეილი რამდენჯერმე გადავიკითხე, ეწერა, რომ სწავლის, საცხოვრებლის, მგზავრობის და სხვა ყოველთვიურ ხარჯებს iGeneration ფარავდა, ბოლოში დამაარსებლის - ირაკლი გილაურის ხელმოწერა იყო. სამწუხაროდ, საქართველოში ქველმოქმედების პრაქტიკა თითქმის არ არსებობს და საზოგადოების დიდ ნაწილს მისი აღქმა ერთდროულად უჭირს და უკვირს. “სანაცვლოდ რას გთხოვენ“ სახის ძალიან ბევრი კითხვა იყო.
ანასტასია ახვლედიანი და ანო ჯიშკარიანი ვენიდან
როცა VADS-ში (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა) ჩაბარება გადავწყვიტე ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ადგილი, სადაც სტუდენტებს დაგვხვდებოდა სრულიად ახალი, თავისუფალი სივრცე, სადაც შეგვეძლო გვეფიქრა ისე, როგორც გვინდოდა და გვეკეთებინა ყველფერი ისე, როგორც ჩვენს წარმოსახვაში არსებობდა. ეს არის ადგილი უამრავი შესაძლებლობებით მომავალი, თანამედროვე ხელოვანებისთვის. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც VADS-ში ჩააბარა. ადამიანები, რომლებიც აბიტურიენტობის დროს მთელი წელი იზეპირებდნენ ვაშლის, სფეროს და თაბაშირის ყვავილის ხატვას.
გუგა მიქაბერიძე აშშ-დან
თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების (MACS) პირველ-მეორე კურსზე მივხვდი, რომ მაინც ფიზიკის კაცი ვარ, თუმცა პროგრამირება კარგი ინსტრუმენტია ფიზიკისთვის. ჰოდა გადავწყვიტე, რომ ორივე ფაკულტეტზე მესწავლა. აწმყო ასეთია: ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან, ანოსთან ერთად კალიფორნიაში. ანომაც თავისუფალი უნივერსიტეტი დაამთავრდა და აქ ნეირომეცნიერების ლაბორატორიაში მუშაობს. მე ფიზიკის დოქტურანტურაში ვსწავლობ.
გიო ჭანტურია პოლონეთიდან
კარგად მახსოვს, როგორ დავთმე გაცვლითი პროგრამები, აბიტურიენტი რომ ვიყავი და "თავისუფალში" ჩავაბარე. ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ მინანია ეს გადაწყვეტილება. წელს კი აღმოჩნდა, რომ თურმე არც არაფერი დამითმია.
ჩამოვედით ვალენტინობისას. წვიმდა. არა, მართლა... თითქმის ხუთი თვეა უკვე აქ ვარ და ბარემ მოგიყვებით ამბებს...
ნინა ცატუროვა დიდი ბრიტანეთიდან
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა საზღვარგარეთ. რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ, საბოლოოდ ავირჩიე გლაზგოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების და ციფრული ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა (Intellectuეტში სწავლის დასაფინანსებლად მივმართე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მივიღე სრული გრანტი სწავლის საფასურისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად.al Property and the Digital Economy LL.M.). ჩემი არჩევანი განპირობებული იყო პროგრამის უნიკალურობით - ის მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესწავლას თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით.