Campus RC Race 2024 – 18 ოქტომბერს
26 September 2024
RC მანქანების რბოლა კახა ბენდუქიძის კამპუსზე - Campus RC Race 2024
18 ოქტომბერს, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტების (ECE21) ორგანიზებით და თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კამპუსში გაიმართება დაუვიწყარი RC რბოლა.
RC რბოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს, რისთვისაც უნდა გაიარონ რეგისტრაცია 1 ოქტომბრის ჩათვლით: https://shorturl.at/qhoBl
🛠️ რა არის RC რბოლა?
ეს არის შეჯიბრი, სადაც გუნდები თავად აწყობენ რადიო-კონტროლირებად მანქანებს და შემდეგ კამპუსში სპეციალურად მოწყობილ ტრეკზე ეჯიბრებიან ერთმანეთს.
👥 ვინ მონაწილეობს?
შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 12 გუნდი (თითოეულში მაქსიმუმ 3 წევრი).
🏆 კატეგორიები და პრიზები:
🥇 მთავარი რბოლა: Grand Prix
2 საპრიზო ადგილი
🏎️ Drag Race
1 საპრიზო ადგილი
🎨 სტილი და კრეატიულობა
1 საპრიზო ადგილი (ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო საინჟინრო კრეატივი და დიზაინი)
🎯 რა არის პროექტის მიზანი?
პროექტის მთავარი მიზანია, ინჟინერიით დაინტერესებულ ადამიანებს სახალისო გარემოში მიეცეთ ცოდნის შეძენისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა. ამასთან ერთად, მონაწილეებს ექნებათ შანსი, მოიპოვონ მიმზიდველი პრიზები.
📅 მნიშვნელოვანი თარიღები:
- 26 სექტემბერი - 1 ოქტომბერი: სარეგისტრაციო პერიოდი
- 2 ოქტომბერი - 15 ოქტომბერი: მანქანის აწყობის პერიოდი
- 16 ოქტომბერი: მანქანების შემოწმება შეზღუდვებზე
- 17 ოქტომბერი: საკვალიფიკაციო ეტაპი ჯგუფებში გასანაწილებლად
- 18 ოქტომბერი: უშუალოდ შეჯიბრი
📄 დეტალური წესები:
შეჯიბრის წესებზე დეტალური ინფორმაცია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს გაეგზავნებათ იმეილებზე.

Similar news

04 June 2024
ვახო კოტორეიშვილმა მუშაობა დაიწყო Google-ს ვარშავის ოფისში

01 October 2024
LAB Technologies-მა პირველკურსელს სასწავლო სტიპენდია გადასცა

10 June 2025
Campus RoboSumo 2025

03 July 2025
ნიკა ცაგარელი მიწვეული იყო ბოლონიაში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე - (URSI EMTS 2025)

04 July 2025