არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტების ნამუშევარი
02 April 2026
სოლოლაკის ერთ-ერთი უბნის მაკეტი - თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტების ნამუშევარი.
არქიტექტურული პროექტირების სტუდიის ფარგლებში სტუდენტებმა დააპროექტეს და შექმნეს 1.5x2.5 მ ზომის კონტექსტური მაკეტი. სამუშაო შესრულდა ლექტორების ირინა დიხამინჯიას, დიმიტრი ერისთავისა და ლადო შონიას ხელმძღვანელობით.
არქიტექტურის პროგრამაში მაკეტების შექმნა გამოიყენება როგორც პედაგოგიური მეთოდი არსებული ურბანული გარემოს დოკუმენტირებისა და ანალიზისთვის, ასევე პლატფორმად სტუდენტთა შემდგომი ინდივიდუალური პროექტებისთვის.
მაკეტი დამზადებულია ზეთით დამუშავებული ფანერისგან და მოიცავს ასათიანისა და დადიანის ქუჩების კვეთას, ასევე მიმდებარე ნარიყალას ფერდს.
ამ ნამუშევრით მე-2 კურსის სტუდენტებმა ცხადი დემონსტრირება მოახდინეს იმ მაღალი დონის უნარებისა, რომელიც ყალიბდება პროგრამით გათვალისწინებული კურსების ფარგლებში.
Similar news
11 April 2024
VA[A]DS-ის გამოფენა "ახლის დასაწყისი"
20 September 2024
ნუცა მუსერიძე სწავლას აგრძელებს University of the Arts London-ში
10 October 2024
არქიტექტურული სადიპლომო პროექტების 2024 წლის გამოფენა
05 April 2025
გიორგი ჯაფარიძემ და ლუკა სააკაშვილმა — Young Lions Georgia 2025-ის ოქროს მედალი მოიპოვეს
05 April 2025