ENG GEO

Search form

თამილა გოშაძე

მოწვეული ლექტორი

საგანი: იურიდიული ინგლისური

აკადემიური საქმიანობა: თამილა გოშაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ასწავლის იურიდიულ ინგლისურს. ის ასევე არის აგრარული უნივერსიტეტის ინგლისურის ენის პედაგოგი და სასწავლო ცენტრის - The London School of English ინგლისური ენის ინსტრუქტორი.

განათლება: თამილა გოშაძე ფლობს ლონგ აილენდის უნივერსიტეტის (Long Island University, New York, NY) ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს კრიმინალისტიკაში და ასევე მაგისტრის ხარისხს TESOL-ში (Teaching English to Speakers of Other Languages).

სამუშაო გამოცდილება: ბაკალავრის ხარისხზე სწავლის პერიოდში თამილას გავლილი აქვს სტაჟირება EAC Network- ში (ნაკლებ-მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულთათვის სასჯელის მოხდის ალტერნატიული პროგრამა); ის მუშაობდა Human Service Centers, Inc. - ხარისხის დამოწმების განყოფილებაში ხელმძღვანელად; ადვოკატის თანაშემწედ სისხლის სამართლის საქმეებზე - The Law Firm of Jonathan Marks,P.C.; დეკანის მოადგილის ასისტენტად - Long Island University College of Management. 2011-2012 წლებში მუშაობდა თბილისის სასწავლო ცენტრ PTG-ში ინგლისური ენის პედაგოგად.