ENG GEO

Search form

სოფიო წაქაძე

მოწვეული ლექტორი

საგანი: სამართლებრივი წერა

აკადემიური საქმიანობა: სოფიო წაქაძე არის მოწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში და სამართლებრივი წერის კურსს უძღვება. სოფიო ასევე ეწევა აკადემიურ საქმიანობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით.

განათლება: სოფიო ფლობს ლაიდენის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხს. სოფიოს ასევე აქვს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

სამუშაო გამოცდილება: სოფიოს აქვს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე იურისტად მუშაობის გამოცდილება. სოფიო მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩევლად, ასევე უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. სოფიოს ასევე აქვს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და ყოფილი იუგოსლავიის დროებით ტრიბუნალში მუშაობის გამოცდილება. ამჟამად, სოფიოს უკავია უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა.