ENG GEO

Search form

სოფო მაჭავარიანი

საგანი: ბიზნეს სამართლის კლინიკა

აკადემიური საქმიანობა: სოფო მაჭავარიანი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორია. ის ლექციებს ბიზნეს სამართალში კითხულობს. იგი ასევე მოწვეული ლექტორია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

განათლება: სოფოს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია სამოქალაქო (საკორპორაციო) სამართლის სპეციალიზაციით. სოფოს ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით.

სამუშაო გამოცდილება: სოფო მაჭავარიანი წლების მანძილზე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ისე ასევე იყო არბიტრი დავების განმხილველ ცენტრში. ამასთანავე, სოფო მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. დღესდღეობით სოფო მაჭავარიანი მუშაობს სს ,,ლიბერთი ბანკში'' იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.