ENG GEO

Search form

სადოქტორი სკოლა - აპლიკაცია

2017 წლის შემოდგომის სემესტრის მიღება დასრულებულია.

შემდეგ სემესტრში აპლიკაციის შესავსებად დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები: 

  • CV
  • დიპლომების ასლები (ბაკალავრის და მაგისტრის)
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (თუკი გაქვთ) და ნებისმიერი სხვა სერტიფიკატი, რომელიც შესაძლოა რელევანტური იყოს თქვენი აპლიკაციისთვის (ეს დოკუმეტები უნდა ატვირთოთ მხოლოდ pdf file ფორმატში)
  • პირადობის მოწმობის ასლი (pdf, png ან jpg)
  • ფოტოსურათი - png ან jpg

რჩევა აპლიკანტებს სადოქტორო სკოლის ხელმძღვანელობისგან:

"სამოტივაციო წერილი" და "კვლევის პროექტის აღწერა" თქვენი აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კომისია, რომლიც თქვენს აპლიკაციას განიხილავს, გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს მოტივაციას სადოქტორო კვლევის წარმოებისთვის. ასევე იმას თუ რამდენად ჩამოყალიბებული ხართ საკვლევ თემაზე, რამდენად ღირებული და/ან ინოვატორულია ეს თემა და რამდენად გათვითცნობიერებული გაქვთ რა სახის მიდგომას ან მეთოდოლიგიას გულისხმობს დასმული საკითხის გამოკვლევა.
კვლევის პროექტის აღწერაში შეეცადეთ თქვენი თემა დაუკავშიროთ მეცნიერებაში და საზოგადოებაში არსებულ პრობლემატიკას, მოკლედ და გასაგებად დაასაბუთეთ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხზე ახალი კვლევის წარმოება და ცოდნის მოპოვება.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკაცია