ENG GEO

Search form

ინოვაციური პროგრამა ადამიანის უფლებების სამართალში

ინოვაციური პროგრამა ადამიანის უფლებების სამართალში შედგება სამართლის სკოლის პროფესორებისა და მოწვეული ლექტორების/ექსპერტების მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულარული და საგანმანათლებლო ღონისძიებებისაგან. ინოვაციური პროგრამა დაყოფილია სავალდებულო და არჩევით კომპონენტებად, რომლის გავლის შემდეგ სტუდენტს მიენიჭება სასწავლო კრედიტები და სერთიფიკატი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ინოვაციური პროგრამის ფარგლებში გავლილი აქტივობების ჩამონათვალი და სტუდენტის შეფასება.

ინოვაციური პროგრამის სავალდებულო კომპონენტებია:
- ზამთრის ან/და ზაფხულის სკოლები;
- კონფერენციები ;
- საპანელო დისკუსიები;
- საჯარო ლექციები;
- პროფესიულ ტრენინგები ან/და სემინარები;
- კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი ;

ინოვაციური პროგრამის არჩევითი კომპონენტებია:
- შეჯიბრი ადამიანის უფლებების სამართალში;
- აკადემიურ სტატიათა კონკურსი.

ინოვაციური პროგრამის ხანგრძლივობაა 10 თვე (ოქტომბერი 2014 - ივლისი 2015). სასერთიფიკატო პროგრამის წარმატებით დასრულებისათვის აუცილებელია ყველა სავალდებულო კომპონენტის გავლა. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ სილაბუსში