ENG GEO

Search form

ინოვაციური პროგრამა ბიზნეს სამართალში

ინოვაციური პროგრამა ბიზნეს სამართალში შედგება სამართლის სკოლის პროფესორებისა და მოწვეული ლექტორების/ექსპერტების მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულარული და საგანმანათლებლო ღონისძიებებისაგან. ინოვაციური პროგრამა დაყოფილია სავალდებულო და არჩევით კომპონენტებად, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება სერთიფიკატი ან/და სასწავლო კრედიტები, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ინოვაციური პროგრამის ფარგლებში გავლილი აქტივობების ჩამონათვალი და სტუდენტის შეფასება.

ინოვაციური პროგრამის სავალდებულო კომპონენტებია:
- ზამთრის ან/და ზაფხულის სკოლები;
- სტუდენტური კონფერენცია;
- ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი/განგრძობადი იურიდიული განათლების კონფერენცია (შემდგომში გ.ი.გ კონფერენცია);
- საჯარო ლექციები
- კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი;

ინოვაციური პროგრამის არჩევითი კომპონენტია:
- იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი;
- აკადემიური სტატიების კონკურსი;
- ელექტრონული საინფორმაციო ბაზის ქართულენოვანი რესურსების პროექტი;
- Career Talk

ინოვაციური პროგრამის ხანგრძლივობაა 10 თვე. სასერთიფიკატო პროგრამის წარმატებით დასრულებისათვის აუცილებელია ყველა სავალდებულო კომპონენტის გავლა და მათში დადებითი შეფასების მიღება. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ სილაბუსში