ENG GEO

Search form

შეჯიბრი ბიზნეს სამართლის იმიტირებულ პროცესებში 2013

შეჯიბრი ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, 2013 წელს მეორედ ჩატარდა და მასში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ოცდაათი გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 

პირველ ეტაპზე სტუდენტთა გუნდებმა შეჯიბრისათვის სპეციალურად შემუშავებულ საქმეზე სარჩელი და შესაგებელი მოამზადეს. საბოლოო ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდი გადავიდა, ხოლო ფინალური შეჯიბრი 2013 წლის 21-22 დეკემბერს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. 

ფინალურ, ზეპირ რაუნდებში ერთმანეთს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ, ხოლო  გამარჯვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, LITIGO-მ მოიპოვა. საბოლოოდ, საპრიზო ადგილები გუნდებს შორის ასე გადანაწილდა:

საბოლოოდ, საპრიზო ადგილები გუნდებს შორის ასე გადანაწილდა:

I ადგილი:

მარიამ თითბერიძე, სოფო დეკანოზიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გუნდი "LITIGO")

გამარჯვებულებს საჩუქრად ჯილდო, სერტიფიკატები, პლანშეტები და ზამთრის ან ზაფხულის სკოლაში მონაწილეობისათვის სასწავლო გრანტი მიიღეს. გარდა ამისა, გუნდის წევრებმა სტაჟირების შეთავაზება მიიღეს იურიდიული კომპანიებისაგან BLC და LPA.

II ადგილი:

ილია ბაბუხადია, თამარ გულუა, ნიკა სიმონიშვილი, სალომე ჯოხაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გუნდი "როსონერო")

გამარჯვებულებს საჩუქრად ჯილდო, სერტიფიკატები, პლანშეტები და ზამთრის ან ზაფხულის სკოლაში მონაწილეობისათვის სასწავლო გრანტი გადაეცათ

III-IV ადგილები:

თამარ მენთეშაშვილი, მარიამ მაყიშვილი, ვახტანგ შენგელია, ვახტანგ გიორგაძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გუნდი "პოზიტივისტები")
ქრისტინე ჩაფიძე, უჩა ავსაჯანიშვილი, ანა ქოჩიაშვილი, დავით კაკოიშვილი (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გუნდი "ბლიცკრიგი")

თითოეულ გუნდს იურიდიული ლიტერატურის შესაძენად საჩუქრად 600 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. გარდა ამისა, ვახტანგ გიორგაძემ, ვახტანგ შენგელიამ, დავით კაკოიშვილმა და ანა ქოჩიაშვილმა BLC, LPA და BDO Legal-ისაგან სტაჟირების შეთავაზება მიიღეს.

საუკეთესო წერილობითი სარჩელისა და შესაგებელის ავტორი

"პოზიტივისტები", თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. გუნდის წევრებს - თამარ მენთეშაშვილს, მარიამ მაყიშვილს, ვახტანგ შენგელიასა და ვახტანგ გიორგაძეს ჯილდოდ პლანშეტები და სერტიფიკატები გადაეცათ.

საუკეთესო მომხსენებელი

შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებელი ანანო ხურციძე გახდა (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გუნდი "ბლიც-ჯგუფი") და საჩუქრად სერტიფიკატი და ზამთრის ან ზაფხულის სკოლაში მონაწილეობისათვის სასწავლო გრანტი მიიღო.

ფინალისტები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორმა, ქალბატონმა მარინა ქარჩავამ, JILEP_USAID-ის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში შეჯიბრი 2013 წელს მეორედ გაიმართა. 2012 წელს ანალოგიურ შეჯიბრში სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, "ბლიცკგრიგმა" მოიპოვა.

დამატებითი ინფორმაცია