ENG GEO

Search form

ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში

ვილემ ვისის (WillemC.Vis) სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში არის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი შეჯიბრი,რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესწავლასა და საარბიტრაჟო წესით დავებისგანხილვისათვის საჭირო შესაბამისი უნარების ჩამოყალიბებას. შეჯიბრი დაარსდა 1994 წელს და მასში დღეისათვის მონაწილეობას იღებს 300-მდე გუნდი.

შეჯიბრი ყოველწლიურად იმართება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. მისი ორგანიზატორია ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესისორგანიზაციისა და ხელშეწყობის ასოციაცია, ხოლო ხელმძღვანელი - პეისის უნივერსიტეტის (Pace University) სამართლის სკოლის დამსახურებული პროფესორი დაUNCITRAL–ის ყოფილი მდივანი, ერიკ ე. ბერგსტენი.

პროცესის ყოველი პრობლემა ხვდება გაეროს "საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესახებ" (CISG) კონვენციის გამოყენების სფეროში, ხოლოპროცედურული საკითხები წყდება არბიტრაჟის მიერ იმ სახელმწიფოში რომლის კანონმდელობაც დაფუძნებულია UNCITRAL-ის სამოდელო კანონზე საერთაშორისოკომერციულ არბიტრაჟში და არის გაეროს "უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ" (1958) კონვენციის წევრი სახელმწიფო.ყოველწლიურად გამოიყენება რომელიმე თანადამფინანსებელი დაწესებულების საარბიტრაჟო წესები.

იმიტირებული სასამართლო პროცესისათვის მონაწილეები ამზადებენ მემორანდუმს მოსარჩელისა და შემდგომ მოპასუხის პოზიციის მიხედვით, ხოლო შემდეგიეტაპი იმართება ვენაში, მაღალი რანგის არბიტრების წინაშე, სადაც მონაწილეები ზეპირად წარმოადგენენ არგუმენტებს. ამ იმიტირებული პროცესის შედეგადმონაწილეები ერთმანეთთან აკავშირებენ სამართლებრივ განათლებასა და სამართლებრივ გამოცდილებას.

ვილემ ვისის (Willem C.Vis) სახელობის იმიტირებული პროცესი წარმოადგენს არჩევით საგანს სამართლის სკოლის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტთათვის.

შეჯიმბრში თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით მონაწილეოდბნენ:

2013 წელს - ალექსანდრე მაჭარაშვილი, ნინა ცატუროვა, ქეთი ხარებავა

2014 წელს - ანა ქოჩიაშვილი, ლევან ქანთარია, თამარ ჟუჟუნაძე, ნინო დუნდუა, ვახტანგ გიორგაძე

2015 წელს - ინგა ნათელაური, ანა ჩიქოვანი, სოფო ზაუტაშვილი, ალეკო ნანაძე
 
2016 წელს - ანა დანელია, ლევან კირცხალია, ნინო კოტიშაძე, მარიამ ჩიხრაძე
 
 
 
უნივერსიტეტთან ერთად, ვის მუთის გუნდის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სხვადასხვა იურიდიული კომპანია.
 
 
ვის მუთის გუნდი მადლობას უხდის სპონსორებს მხარდაჭერისათვის.
 

შეჯიბრისათვის სტუდენტთა შერჩევის მიმდინარე სტატუსი:

2017 წლის შეჯიბრისათვის გუნდის შერჩევა დასრულებულია. თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ:
ელენე სამადბეგიშვილი;
თამარ გოგიბერიძე;
თეიმურაზ სვანიძე; და
ნიკოლოზ ნებულიშვილი.

იხ. სტატია ვილემ ვისის სახელობის იმიტირებულ პროცესში საერთაშორისო არბიტრაჟში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისსტუდენტების მონაწილეობის შესახებ - 2014

გუნდის მწვრთნელები:გიორგი სვანაძე; თამარ მორჩილაძე

საკონტაქტო პირები: გიორგი სვანაძე g.svanadze@freeuni.edu.ge და ანა ქებაძე a.kebadze@freeuni.edu.ge

სასარგებლო ბმულები:

http://www.cisgmoot.org/index.html
http://www.cisg.law.pace.edu/vis.html