ENG GEO

Search form

ფილიპ ჯესაპის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი

ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო შეჯიბრი (Jessup Moot Court Competition) არის საერთაშორისო სამართლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი, რომელიც გაერთიანებული ერების მართლმსაჯულების სასამართლოს სიმულაციაა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის 550-ზე მეტი სამართლის სკოლიდან. შეჯიბრი სახელმწიფოებს შორის დავის განხილვის სიმულაციაა საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში. იმიტირებული სასამართლო შეჯიბრის ორგანიზატორია საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია (ILSA).

თითოეულ უნივერსიტეტს წარმოადგენს ერთი გუნდი, რომელიც ამზადებს წერილობით და ზეპირ მოხსენებებს სასამართლოს წინაშე წარსადგენად. კაზუსები ძირითადად შეეხება საერთაშორისო სამართლის ისეთ თანამედროვე და აქტუალურ პრობლემებს, რომელთა სამართლებრივი რეგულაცია ჯერჯერობით არ არსებობს და პარალელურად მიმდინარეობს მის შესახებ სახელმწიფოთა პრაქტიკისა და სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება.

შეჯიბრში თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობის უფლება აქვს საუკეთესო სტუდენტისგან შემდგარ გუნდს.

სასარგებლო ბმული: http://www.ilsa.org/jessuphome

შეჯიბრისათვის სტუდენტთა შერჩევის მიმდინარე სტატუსი: დასრულებულია.

თავისუფალ უნივერსიტეტს წარადგენს სტუდენტების გუნდი შემდეგი შემადგენლობით:

1. სალომე მელაძე

2. თამარ ჯიქია

3. მაია ჯეჯელავა

იხ. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის შიდა შესარჩევი კონკურსის წესები.

იხ. შესარჩევი კაზუსი.

გუნდის მწვრთნელი: დავით კაპანაძე, თამარ თომაშვილი

საკონტაქტო პირები: დავით კაპანაძე d.kapanadze@freeuni.edu.ge და თამუნა თომაშვილი t.tomashvili@freeuni.edu.ge