ENG GEO

Search form

სასწავლო კომპონენტი - საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა

საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ყველა მონაწილისთვის (მოსარჩელე, მოპასუხე, სასამართლოსმეგობარი)აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. შესაბამისად, კურსი ერთი მხრივ მიზნად ისახავს მსოფლიოში არსებული საკონსტიტუციო კონტროლის ფორმების და უფლებამოსილებების შედარებას, სასამართლო აქტივიზმის პრობლემის მიმოხილვას, საქართველოში არსებული საკონსტიტუციო კონტროლის მოდელის თეორიულ ანალიზს. ამასთან, კურსის ფარგლებში შეხვედრების უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესწავლაზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში განვითარებულ, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების სტანდარტებისა და ტესტების ათვისებას სტუდენტის მიერ. კურსის ფარგლებში სტუდენტები განივითარებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და მოამზადებენ სასამართლოს მეგობრის დასკვნას, სარჩელს, განჩინების პროექტს. ასევე სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი სასამართლოს გადაწყვეტილების შემოკლებული ვერსიის - ბრიფის მომზადებასთან დაკავშირებით და აღნშნული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ აქტებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშნველოვანია ქვეყანაში საკონსტიტუციო კონტროლის პროცედურული და შინაარსობრივი ასპექტების გათვალისწინებით.